(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: ჩვენი ავადმყოფობა მათთვის ბიზნესად იქცა

12208941_758415147603490_1733171708_o„თეთრების“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად აღიარებულ,  ჯანდაცვის რეფორმას კრიტიკულად აფასებს.

მისი თქმით,  ამ ფულის ნახევარით, რომელიც მედიცინაში იხარჯება, ნახევარით და მესამედითაც კი, შეიძლება გაცილებით უკეთესი სამედიცინო მომსახურება იყოს,

„წარმოუდგენელია, 1 მილიარდამდე ფული იხარჯება  მედიცინაში და დააკვირდით, ვინ ისაკუთრებს  სამედიცინო დაწესებულებებს?   თითქმის  60-70 % -ს  უკან დგას უცხოური კაპიტალი. სომხები აზერბაიჯანელები, თურქები, ავსტრიელები მათ ხელში ჩაიგდეს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები   ჩვენი ავადმყოფობა მათთვის ბიზნესად იქცა.  სამედიცინო მომსახურების მთავარი ფიგურა,  ექიმი. რომელიც ვერ იღებს შემოსული თანხების 7%-საც კი,“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

„თეთრების“ ლიდერ მიაჩნია,  საყოველთაო დაზღვევა ასევე  შესაძლებელია იყოს გაცილებით ხარისხიანი.  არა მარტო მკურნალობა, არამედ გამოკვლევები და დიაგნოსტიკაც უნდა იყოს უფასო და შედიოდეს დაზღვევის პროგრამაში. მისი თქმით, ასეთი ჩანაწერი არსებობს „თეთრების“ საპროგრამო დოკუმენტში.

„ჩვენს პროგრამაში გვიწერია  აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შესახებ. უფრო მეტიც გვიწერია,  რომ ადამიანის გასინჯვა იყოს უფასო,. ადამიანი არ უნდა ხარჯავდეს ფულს იმაში, რომ გაიგოს მისი ჯანმრთელობა რა მდგომარეობაშია,“  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

“თეთრების“ ლიდერი განსაკუთრებულ ხაზს მედიკამენტების  ბაზარზე არსებულ მდგომარეობა უსვამს.

„ქვეყანაში  7-10 თეთრად შემოტანილ მედიკამენტებს გაათმაგებულ და გაასმაგებულ ფასებად ყიდიან. მედიკამენტების ბიზნესით არა ერთმა და ორმა ბიზნესმენმა უზარმაზარი მოგება ნახა. დღეს ისინი პარლამენტში სხედან.  ვინც არიან წამლის ბიზნესში, ოქრიაშვილები და სხვები და სხვები… ის დანიშნული ბიზნესმენები, ვინც შევარდნაძის დროს დაინიშნენ, ან სააკაშვილის დროს დაინიშნენ, ჩაიგდეს ხელში ყველაფერი და , როგორც იტყვიან, დააწვნენ ქვეყანას თავზე. ვისაც ეშინოდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლის და ეგონათ რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ, ეს ბიზნესმენები ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=37703

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *