(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ჩვენ ვემიჯნებით ასეთ სისტემას!

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა. „რეპორტიორი” გთავაზობთ პარტიის ლიდერის განცხადებას:
„ვიხრებით იქით, რომ საქართველო უნდა წავიდეს მაჟორიტარული არჩევნებისკენ. ერთმა პოლიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მაჟორიტარული სისტემა არის კრიმინალური. სამწუხაროდ, პარტიებია საქართველოში კრიმინალური, პანაცეა არც მაჟორიტარულ, არც პროპორციულ და არც შერეულ სისტემებშია. დემოკრატიული შეიძლება იყოს როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული და შერეული სისტემები. ჩვენ დემოკრატიული საარჩევნო სისტემა გვჭირდება, მაგრამ დღეს პარტიები დემოკრატიული არჩევნებისა და საარჩევნო სისტემისთვის კი არ იბრძვიან, არამედ, როგორ შევიდნენ პარლამენტში. აქ მოქმედებს ისევ ბელადების სისტემა. ვიღაც ჩაუდგება პარტიას სათავეში და პარლამენტში 5-6 კაცს შეიყვანს. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ სისტემას”, – აცხადებს „თეთრების ლიდერი
http://reportiori.ge/?menuid=2&id=84297



