(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის კულუარებიდან მართვის მსხვერპლია

ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის კულუარებიდან მართვის მსხვერპლია, – „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა ქვეყნის პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის კულუარებიდან მართვის მსხვერპლია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი კი არის მსხვერპლი გარე ძალებისა და მათი მსახური ქვეყნის შიდა პოლიტიკური პარტიების. საქართველო კი ყველაფერი ამის მსხვერპლი.
არაერთხელ მითქვამს, და დღესაც ვიმეორებ: ქვეყანაა დასახსნელი გარე ძალებისა და მათი მსახური პარტიებისაგან,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
მას მიაჩნია, რომ პოლიტიკიდან მოცილებულ ბიძინა ივანიშვილს გაცილებით მეტი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია მომავლის საქართველოსათვის.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=37947
Facebook Comments



