ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დიდოსტატები

ქვეყანას,მის მომავალს არ ჰყავს უფრო დიდი მნგრეველი,ვიდრე სოციალური დემაგოგი
1995 წლიდან ‘მოქკავშირის”პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან-ქვეყანაში ძლიერდება სოციალური დემაგოგიის,ანუ ხალხის გაჭირვებაით სპეკულიაციით პოლიტიკა..
დღემდე , დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობა სოციალურ დემაგოგთა ერთობაა…
მეგონა “ნაცმოძრაობა” იყო ამ პოლიტიკის მწვერვალი….
შევცდი….ასეთი თვითკმაყოფილი ხელისუფლება ვეჭვობ,რომ ოდესმე ჰყავდა საქართველოს და ასეთი გაჭირვება ხალხსა და ქვეყანაში ოდესმე რომ იყო…
ეს არის რეალური კონფლიქტი ხელისუფლებასა და ხალხს შორის,რომლის მოგვარება დღევანდელი იმპულსური პოლიტიკით შეუძლებელია. საჭიროა სისტემური ცვლილებები,რომელიც მხოლოდ აკადემიური პოლიტიკით გახდება შესაძლებელი.
აკადემიურ პოლიტიკას შეუძლია ქვეყნის დახსნა გარე ძალების მართვისაგან,ქვეყნის გამოყვანა რეალური კრიზისიდან,საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო კადრების გადარჩენა და ამ უდიდესი პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩაყენება,ქვეყნის დამანგრეველი სოციალური დემაგოგიის პოლიტიკის დასრულება,რომლის მთავარი საყრდენი ქვეყნის “მეგობართა”მიერ გარედან შემოგდებული და ამ სტილის კადრების მეშვეობით – დღეს ქვეყანაში გამეფებული იმპულსური მმართველობაა…
სოციალური დაემაგოგები საშინლად თვითკმაყოფილნი არიან საკუთარი საქმიანობით და არიან ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დიდოსტატები.
ღმერთმა ქნას,მე ვცდებოდე!
კიდევ ერთი,ამას რომ ვწერ,ისიც კარგად ვიცი,რომ “ოცნების” და :ნაცმოძრაობის”,მათი მთავრობების შედარება არ შეიძლება…მაგრამ ხმამაღლა ვამბობ:წინაზე უკეთესი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას,რომელსაც იმსახურებს დღეს საქართველო.
ვცდებით ყველა,ვინც ვფიქრობთ ,რომ კარგია ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და რაც შეუძლია იმას აკეთებს. დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება,რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შეუძლია გააკეთოს ის,რისი გაკეთებაც ქვეყანაში შეიძლება,ანუ შეუძლია ქვეყნის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.
ჩემი ანალიზით,ასეთ ხელისუფლებას,მინიმუმ,10-ჯერ მეტის გაკეთება შეუძლია,ვიდრე ეს დღეს რეალურად კეთდება.
პიროვნული შესაძლებლობის კი არა, ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმის მოქმედეაბში მოყვანას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ შეცვლა.
სამწუხაროდ,ჩვენ მოგწონს ან არ მოგვწონს ცალკეული პიროვნებები და დაგვავიწყდა ქვეყანა და მისი უდიდესი ინტელექტუალური დაგეოგრაფიული პოტენციალი,უმდიდრესი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები.
თემურ შაშიაშვილი
24.12.2015წ



