(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: გვავიწყდება ქვეყნის უდიდესი ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალი

წინაზე უკეთესი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს დღეს საქართველო”, – ამ განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს:
„1995 წლიდან ‘დღემდე , საქართველოს ყველა მთავრობა სოციალურ დემაგოგთა ერთობად ჩამოყალიბდა. სოციალური დემაგოგები საშინლად თვითკმაყოფილნი არიან საკუთარი საქმიანობითდა არიან ხალხის სახელით ხალხისვე წინააღმდეგ ბრძოლის დიდოსტატები.თვითკმაყოფილი ხელისუფლება და უკიდურესად გაჭირვებული ხალხი არისკონფლიქტის საფუძველი, რომლის მოგვარება დღევანდელი იმპულსური პოლიტიკითშეუძლებელია. მხოლოდ აკადემიური პოლიტიკით შეიძლება ქვეყნისთვის საჭიროკადრების გადარჩენა და ამ უდიდესი პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩაყენება,დამანგრეველი სოციალური დემაგოგიის პოლიტიკის დასრულება, რომლის მთავარისაყრდენი ქვეყნის ე.წ. „მეგობართა” მიერ გარედან შემოგდებული კადრებია.
„ქართული ოცნების” და „ნაცმოძრაობის” მთავრობების შედარება არ შეიძლება… მაგრამ წინაზე უკეთესი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს დღესსაქართველო.
ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შეუძლია ქვეყნის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.
ჩემი ანალიზით, ასეთ ხელისუფლებას, მინიმუმ 10-ჯერ მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრეეს დღეს რეალურად კეთდება.
პიროვნული შესაძლებლობის კი არა, ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმის მოქმედებაშიმოყვანას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ შეცვლა.
სამწუხაროდ, ჩვენ მოგწონს ან არ მოგვწონს ცალკეული პიროვნებები და ამ დროსდაგვავიწყდა ქვეყანა და მისი უდიდესი ინტელექტუალური და გეოგრაფიულიპოტენციალი, უმდიდრესი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი,



