(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: საჭიროდ ჩავთვალე, შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით

თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა სოციალური და პოლიტიკური დემაგოგიას საგანგებო განცხადება მიუძღვნა, როგორც საქართველოსთვის მეტად სახიფათო მოვლენას.
„კიდევ ერთხელ, საჭიროდ ჩავთვალე, შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ, რადგან პირველად 2003 წელს, ჯერ კიდევ იმერეთის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში , მეცნიერებთან ერთად გავაანალიზეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და დავრწმუნდით, რომ ქვეყნის კატასტროფაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიმ თუ უპირველესი არა, იყო პოლიტიკურ სივრცეში ღრმად ფესვგამდგარი სოციალური და პოლიტიკური დემაგოგია.
სწორედ მაშინ მივმართე პირველად საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ქვეყნის მოსახლეობას ვრცელი დოკუმენტით “ქვეყანას,მის მომავალს არ ჰყავს უფრო დიდი მნგრეველი,ვიდრე სოციალური დემაგოგი მაშინ ეს მიმართვა ასეთი სიტყვებით დავიწყე: “წინასწარ ვიცი, ხიშტით და აგრესიით შეხვდებიან ამ მოსაზრებას. მაგრამ, მაინც საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით. მეცამეტე წელი დაიწყო… დრომ დაადასტურა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლის, ხელისუფლების შენარჩუნების და საერტოდ, პოლიტიკურ არენაზე ყოფნის მთავარ ინსტრუმენტად, როგორც არასდროს ისე რჩება სოციალური და პოლიტიკური დემაგოგია პოლიტიკური დემაგოგიის კლასიკურ მაგალითად მიმაჩნია, როგორც პოზიციის,ასევე ოპოზიციის განცხადება-გამოსვლები ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.
მისი თქმით, ამ საკითხებზე განსაკუთრებულ პოზიციას მომდევნო კვირას დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ჩამოაყალიბებს.
ამავე საკითხებს მიეძღვნება ტელეკომპანია „თრიალეთის“ 29 დეკემბრის გადაცემა „მთავარი თემა“, რომლის წამყვანიც თავად იქნება სტუმრების მიწვევის უფლებით. „თეთრების“ ლიდერი თავის განცხადებაში თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას მიმართავს.
„კარგი იქნება,თუ ამ გამოწვევას მიიღებს ბატონი ირაკლი ალასანია,ვრომელმაც ბოლო პერიოდში მისი პარტიის აღმოჩენად გამოაცხადა რამდენიმე ისეთი რამ,რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და არაერთგზის მისთვისაც გვითქვამს პირად შეხვედრებში ჩვენი ამ პოზიციის თაობაზე. ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისათვის ამ საკითხზე,რომ საბოლოოდ დასრულდეს ქვეყანაში სოციალურ დემაგოგთა მმართველობა და მოვიდეს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ მოაზროვნე ადამიანთა ხელისუფლება,“ -აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



