„(რეპორტიორი) თეთრები“ საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

 

12211337_758414214270250_1303112519_oპარტია „თეთრების” პოლიტიკური საბჭო სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს ულოცავს: 

შეხვედრა ახალ წელთან ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული.ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველასვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობსდაეხმაროს გაჭირვებულებსა და უპოვრებს – როგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია.კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე. ეს არის „თეთრების” საშობაო დასაახალწლო განწყობა დღევანდელ რთულ, პრობლემებით  და პოლიტიკურიდაპირისპირებებით სავსე,  ხალხის სოციალური ყოფით დამძიმებულ საქართველოში. 

მაინც იმედით ვართ სავსე. ისტორიულად ქვეყანაში ეროვნული სული და განწყობასწორედ მძიმე პერიოდებში იწყებდა მძლავრობას. ამ სუნთქვითაა გაჟღენთილისახელმწიფო  კაცების მიერ „მოქმედების მანიფესტით” გაკეთებული დიდი შემოძახილი – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო”, რომელიც მთავრდებასიტყვებით: „მოქმედების დროა!  სიყვარული აგვამაღლებს!” 

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას,ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ.სწორედ პოლიტიკოსთა მიერ  აღზევებული სიძულვილის  პოლიტიკის ფონზესიყვარულით მოქმედების დროა! მომდევნო წელი ხომ გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოსმეგობართა მსოფლიო კონგრესის წელია.

 ამ გენიალურმა მოაზროვნემ და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელმსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილიმეგობრები, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიდგინოს მეხსიერებაში, თუ რა წვლილიაქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.

 სწორედ ასეთ დიდ ერთობას  შეუძლია გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრაბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად! 

ამაზე მეტი რა უნდა ვისურვოთ იმასთან ერთად, რაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელთასაახალწლო მილოცვებშია ჩამოყალიბებული. მაგრამ მაინც გვაქვს დროის შესაბამისირამდენიმე კონკრეტული სურვილი. 

ღმერთმა ქნას, ხალხს ძლიერის დაფასება გვესწავლოს… 

ღმერთმა მისცეს ძალა და უნარი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთ, რომ პირადიერთგულებით კი არა, ქვეყნისადმი ერთგულების უმთავრესი ნიშნით შეარჩიონ კადრები… 

ღმერთმა ქნას, რომ ხალხიც და ხელისუფლებაც მხოლოდ ერთ ძალაუფლებაზევფიქრობდეთ – ნიჭის ძალაუფლებაზე… 

ღმერთო, მიეცი ქართველს, საქართველოს შვილებს, საქართველოს მოქალაქეებს როგორცდიდი მუხრანი ამბობს, „ზნეობის ტყვეობაში” ცხოვრების ძალა და უნარი. 

სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ, „თეთრები” პოლიტიკოსების მიერ წართმეულისაქართველოს დაბრუნების და მისი გაბრწყინების გზას”, – ნათქვამია „თეთრების” მილოცვის ტექსტში.

http://reportiori.ge/?menuid=2&id=85563

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *