(პოსტალიონი) „თუ 10 საუკუნის წინ გაყოფილი ქრისტიანობა არ შეერთდა, მსოფლიოს მძიმე მომავალი ექნება

1451891140_945894_782157255229279_5381324082134767484_nგელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი  თეიმურაზ შაშიაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს:

„დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა ჩვენს პატრიარქს!

თეიმურაზ შაშიაშვილი
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

დღეს ჩვენი სულიერი მამის დაბადების დღეა.. მისთვის ბედნიერება საქართველოა… ბედნიერებაა, როცა გყავს პატრიარქი, რომლისადმი სიყვარული განუზომელია ქვეყანაში, ქრისტიანულ სამყაროში, მართლმადიდებლებში და რომელსაც პატივს მიაგებს მსოფლიოს ყველა კონფესია, რომელსაც ანგარიშს უწევს მსოფლიოს ყოველი ქვეყნის ხელისუფალი და ხელისუფლება. ბედნიერებაა,რომ უფალმა საქართველოს მისთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ მომენტში მოუვლინა ასეთი მოაზროვნე სულიერი მოძღვარი. დღემდე არ მტოვებს მისი საუბარი გერმანიის, ბერლინის კლინიკაში ამ ზაფხულს…მასთან ახლო ურთიერთობის 27 წლის მანძილზე არ მსმენია ის , რაც იმ შეხვედრის დროს მითხრა:ასეთი ურწმუნო ევროპა ისტორიას არ ახსოვს. თუ 10 საუკუნის წინ გაყოფილი ქრისტიანობა არ შეერთდა, მსოფლიოს მძიმე მომავალი ექნება. უფლის სიტყვებია, მისი ერთგულის მიერ წარმოთქმული…წარმოთქმული სამყაროს გადასარჩენად. დრომ დაადასტურა, რომ რელიგია გაცილებით მეცნიერული აღმოჩნდა, ვიდრე საკუთრივ მეცნიერება. მეცნიერება დღეს ადასტურებს იმას, რასაც ებრძოდა რელიგიაში… ამ გზას საფუძველი დავით აღმაშენებემა დაუდო… სწორედ მან, მსოფლიოს ყველა ხელისუფალთაგან გამოჩევით-მეცნიერება გაარელიგიურა და რელიგია გაამეცნიერულა. ამ გზას აგრძელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.ძნელია დღევანდელ რელიგიურ მოღვაწეებში,თუნდაც წარსულში-გაიხსენო ასეთი მასშტაბით მეცნიერების მხარდამჭერი და ასეთი ავტორიტეტი მეცნიერთათვის და არა მარტო საქართველოში. ამის დასტური იყო დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი და ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით 1995 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას. სწორედ ეს განწყობაა მის ქადაგებაში გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების მნიშვნელობაზე. მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე ვყოფილიყავი მასთან ამ საკითხზე ბატონი რეზო ჩხეიძის, მისი ლოცვა-კურთხევით შექმნილი „ქართული ერთობის დარბაზის”დამფუძნებლების შეხვედრების. პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო საუბრები მომავლის საქართველოზე.

დიდი მადლია, რომ გვყავს ეროვნული სულის და სამყაროს განზომილებით მოაზროვნე პატრიარქი.
დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა ჩვენს პატრიარქს!“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *