(ალია) რა ხდებოდა პატრიარქის იუბილეზე და ვინ არის მესამე ძალა, რომელიც მის დასაცავად ერთიანდება?

14348824974 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 83 წლის გახდა. მისთვის იუბილეს მისალოცად საპატრიარქოში პოლიტიკოსების რიგი იდგა. ოფიციალურად გავრცელდა კადრები, რომ პატრიარქს ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესტუმრნენ.  საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა „ალიას“ განუცხადა, რომ მიღებაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს იმ პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნებიდან“ რომელთაც მასთან მისასვლელი პირი ნამდვილად არ ჰქონდათ.

როცა პატრიარქი აცხადებდა,  რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიეღო პარლამენტს, რადგან ეს კანონი ქვეყანას და მართლმადიდებლობას ძირს გამოუთხრიდა, ამ პოლიტიკოსებმა ზურგი შეაქციეს მის უწმინდესობას და ერთულოვნად მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. მაგრამ პატრიარქის გვერდით გამოჩენა მათთვის სარფიანი საქმეა   განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. იმავე დავით უსუფაშვილზე ითქმის, ეს   რომელმაც ყველაფერი გააკეთა, თავის რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, რათა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი  მიეღო.

მოკლედ, ფარისევლების დიდი რიგი იდგა საპატრიარქოში, ეს უჯიშოები, ორი   დღის წინ,  ხელზე ემთხვეოდნენ  პატრიარქს და როცა მათ რაიმეს მოუწოდებს ქადაგებისას, მის ერთ სიტყვასაც არ იზიარებენ. ამის მაგალითი წარსულიდან უხვად გვაქვს, პატრიარქის უამრავი რჩევა არ გაუთვალისწინებიათ და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში.

სოციალური ქსელით გავრცელდა  ინფორმაცია, რომ შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს ახალ პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება აიძულოს,  მსგავსად საბერძნეთისა, ეჭვიც არ მეპარება,დღევანდელი პარლამენტიდან ბევრი იმ ახალ პარლამენტშიც მოხვდება და იმ ამაზრზენ კანონსაც დაუჭერს მხარს. ისევე, როგორც ანტიდისკრიმინაციულ კანონს. მერე კი, ან პატრიარქის იუბილე  იქნება, ან რაიმე რელიგიური დღესასწაული, მივლენ საპატრიარქოში, ან სამებაში და პატრიარქს კვლავაც ხელზე ეამბორებიან, ამაზრზენი, გულისამრევი პოლიტიკოსების ხელშია დღეს საქართველო და შესაძლოა, მათ თავი კარგა ხანს ვერ დავაღწიოთ. ქართული ეკლესიის წინააღმდეგ  მებრძოლ პოლიტიკოსებითაა გამოტენილი „ქართული ოცნება“ და ზოგადად ხელისუფლება, ამ დროს პატრიარქთან სიახლოვითა და  რელიგიური თემებით სპეკულირებენ სიტყვით ქართული ეკლესიის  დიდ ქომაგებად მოაქვთ თავი, საქმით კი ამ ეკლესიას ძირს უთხრიან.

„ალია “ ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს ესაუბრა.

 – ბატონო თემურ, რას იტყვით იმ პოლიტიკოსებზე, ერთი ხელით ძირს რომ უთხრიან ქართულ ეკლესიას, ებრძვიან ილია მეორიე ავტორიტეტს , ორი დღის წინ კი პატრიარქს დიდი ამბით მიულოცეს დაბადების დღე, თითქოს მისი დიდი გულის დამწველები იყვნენ.

– სამწუხაროდ, ჩვენში გარკვეულმა ძალებს სურთ რელიგიის პოლიტიზება.  საპატრიარქო ჯერჯერობით უძლებს ამ შემოტევას. ქართული ეკლესიის პოლიტიზება აწყობთ მასონურ ძალებს . მისი დისკრედიტაციისა და სხვა ათასი უბედურებისათვის. რომელსაც მას უპირებენ. ჩვენში, როცა პოლიტიკაში აპირებენ მოსვლას, მერეღა ახსენდებათ ეკლესია და ეს მართლა ამაზრზენია,ეს არის ფარისევლობა. მე მახსენდება გასული საუკუნის  90 იანი წლები, როცა ქუთაისში გელათის აკადემია აღვადგინეთ,. 1993 წლიდან მოყოლებული, პატრიარქის აღსაყდრების ან დაბადების დღეს,  დელეგაცია ქუთაისიდან ჩამოვდიოდით  პატრიარქთან, მე იმ  პერიოდში  და შემდგომაც, ეს პოლიტიკოსები პატრიარქთან და ეკლესიებში არ მახსოვს

 – არ იყო მაშინ პატრიარქი ესოდენ რეიტინგული. მაშინ მასთან ურთიერთობა პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანდა ჩვენს პოლიტიკოსებს და ამიტომაც არ ეძალებოდნენ პატრიარქს.

– კი, არც ერთი ამ პოლიტიკოსთაგან, დღეს რომ გამუდმებით პატიარქის გარშემო ტრიალებენ, მე  იქ არ მინახავს. მაშინ რელიგია არ იყო პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება, დღეს კი პატრიარქთან გადაღებული ფოტოებით და ვიდეოებით იწონებენ თავს, ქულებს იწერენ ამით ხალხს ატყუებენ.

 -უთქმელობაც არ გამოვა, ბატონო თემურ, ქართული ეკლესიისა და პატრიარქის გარშემო ხშირად ის პოლიტიკოსები ტრიალებენ, რომელსაც დასავლეთის საამებლად ანტიქართულ , მტრულ კანონებს იღებენ.

–  მათ პირდაპირ დავალება აქვთ მიღებული დასავლეთის სექტებისა და სექტანტური ძალებისაგან, რომ ძირი გამოუთხარონ  მართლმადიდებლობას. ყველანაირად ცდილობენ პატრიარქთან სიახლოვეს. „დაიახლოვე და მოახრჩვე“ – ასეთი აღმოსავლური ანდაზაა და ამ პრონციპით მოქმედებენ ჩვენი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი. სწორედ ბოროტი ზრახვების და ბოროტი გეგმების აღსრულების გამოა ახლოს პატრიარქთან და ამაზე რომ ფიქრობ, მძიმე განწყობა გეუფლება.

 – რაღა შორს წავიდეთ, დავით უსუფაშვილი ყველაფერს აკეთებდა. პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიეღო. ორი დღის წინ, კი მგონი პირველი იყო პოლიტიკსოთაგან მისთვის დაბადების დღის მიმლოცველთა შორის.

– დავით უსუფაშვილი თანამდებობის გამო აკეთებს ამას და ღიად ამბობს, რომ ეკლესიური არ არის. ეს უფრო  ნაკლები უბედურებაა.  „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებთან შედარებით, პატიარქისა და ეკლესიის ქომაგებად რომ მოაქვთ თავი და ‘ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ ხმა მისცეს. გახსოვთ რა გააკეთეს? პატრიარქი გერმანიაში ბრძანდებოდა სამკურნალოდ, დრო იხელთეს და ეს ქვეყნის დამაქცევარი კანონი მიიღეს. მე მცხვენია მათ მაგიერ, მაგრამ ეს ხალხი ეგრე ცხოვრობს/ ასე გააქვთ თავი პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც – ფარისევლურად, სიცრუით, ორსახოვნებით… საერთოდ როგორ მიდიან  ეკლესიაში, ღვთის რისხვის მაინც არ ეშინიათ?! მინდა მოვუწოო ხალხს რომ არ ენდონ იმ პოლიტიკოსის რელიგიურობას, რომელმაც ბავშვობიდან თუ არა, ახალგაზრდობიდან მაინც არ უნახავთ ეკლესიაში სისტემატიურად მოსიარულე.

 – ბატონო თემურ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საბერძნეთის მსგავსად, საქართველოს ახალ პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონებინონ. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

– საბერძნეთი ვალებში ჩაითრიეს ჩაახრჩეს  ვალებში და მერე მიაღებინეს ეს ბინძური კანონი. ნათქვამია. სახელმწიფო ან იარაღით უნდა დაიპყრო, ან ვალებითო. ჩვენც აქეთკენ მივყავართ  უნდათ, უზარმაზარი ვალები აგვკიდონ და მათი ჩამოწერის საფასურად, ან ახალი ვალების  ასაღებად,  გვაიძულონ და ერთსქესიანთა ქორწინება დაგვიკანონონ. ამის სიმპტომები უკვე შეინიშნება. ახლად შექმნილი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა შეაჩერა საკონსტიტუვიო სასამართლომ. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ საბანკო სფერო და მათ შორის, უცხოური კრედიტები უკონტროლო იყოს. არ მინდა ბატონო უცხოური ვალებით აშენებული სახლები, დაგებული გზები, და საერთოდ, გაკეთებული  საქმე. არ მინდა ვალებით დაკაბალებული საქართველო.

დასავლეთი მიხვდა, რომ  საქართველოში სააკაშვილი ვერ მობრუნდება. „ნაცმოძრაობის“ ამ ფორმით ხელისუფლებაში  დაბრუნება შეუძლებელია. ისინი გულმოდგინედ ებრძოდნენ ყველაფერს ქართულს და ტრადიციულს. ამიტომ ეხლა პატარ-პატარა ჯგუფებს ქმნიან, და მათი მეშვეობით ებრძვიან ქვეყანას.  ჩვენი გადარჩენა ჩვენს ხელთაა/. აღარ უნდა ავირჩიოთ დასავლეთის მასონურ და რეაქციულ ძალთა  მსახური ხელისუფლება. არ უნდა ავირჩიოთ  ერთი  კაცის ხელის შემყურე ხელისუფლება, როგორიც დღეს გვყავს. ღირსეული ხალხი უნდა ავირჩიოთ პარლამენტში, და ვერც ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ. მიუხედავად დიდი გავლენისა და ვერც სხა უბედურებებს.  მე მაქვს ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად და ძლიერად დაუპირისპირდება როგორც   დასავლეთის რეაქციულ ძალების, ასევე რუსული შოვინიზმით სავსე პოლიტიკას. ეს ძალა პარლამენტშიც მოვა და ცხადია  სერიოზულ გავლენის მოხდენას შეძლებს პროცესებზე. დღეს საქართველოს გადარჩენა პოლიტიკოსებს აღარ შეუძლიათ. პოლიტიკოსებმა  მიიყვანეს ქვეყანა ამ დღემდე, დღეს საქართველოს გადარჩენა შეუძლიათ ქვეყანაზე მზრუნველ კაცებს. მერაბ ბერძენიშვილი, ომარ  მხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე , ტარიელ ხარხელარუი, გიგა ბათიაშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, … ეს და სხვა დიდებული ადამიანები გვყავდეს და ამ სამარცხვინო პოლიტიკოსებს უნდა უსმენდეს  , უჯერებდეს ხალხი? ხომ ფაქტია  რომ ამ ხალხს სკამები და თანამდებობები არ აინტერესებთ. მათ ქვეყნის ბედი სტკივათ, ასეთი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ პატრიარქის გარშემო . ისინი უნდა ჩაუდგნენ საქართველოს  გადარჩენისათის ბრძოლას/

 – თქვენ ვინც ჩამოთვალეთ,ეს ადამიანები იქნებიან იმ ახალ პოლტიკურ  ძალაში, რომლის გამოჩენასაც გაზაფხულზე ელოდებით?

– ეს ხალხი ყოველგვარ პარტიაზე მაღლა დგას. მათ პოლიტიზებაზე ფიქრიც კი  შეურაცხყოფა იქნებოდა. ეს და სხვა ცნობილი პატრიოტი ადამიანები, ძალიან დაფიქრებულნი არიან იმ სავალალო მდგომარეობით, რომელშიც დღეს საქართველოა  ფიქრობენ, როგორ შეაკავონ უცხოური რექსციული ძალების ექსპანსია საქართველოში, როგორ დაიცვან  თუნდაც ქართული ეკლესია ათასგვარი ურჯულოს შემოტევისაგან

ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

One thought on “(ალია) რა ხდებოდა პატრიარქის იუბილეზე და ვინ არის მესამე ძალა, რომელიც მის დასაცავად ერთიანდება?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *