(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკოსია ის, ვინც ეძებს და აფასებს ძლიერებს!

news_86075დღეს პოლიტიკა აივსო შემთხვევით  მოხვედრილი ადამიანებით  და ხშირად არასწორადხდება იმის გააზრება, თუ ვინ არის პოლიტიკოსი და რა ფუნქციების მატარებელი უნდაიყოს იგი“, – ამ განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს:

არის მოსაზრება, რომ პოლიტიკოსია ის,  ვინც მეფეს პაიკად აქცევს და პირიქით. მაგრამგანა ესაა პოლიტიკოსის მოწოდება? ჩემის აზრით, არა!

 პოლიტიკოსია ის, ვინც ეძებს და აფასებს ძლიერებს, ვისაც შეუძლია ისეთი გუნდისშეკვრა, რომელიც მოქმედებაში მოიყვანს ქვეყნის ინტელექტუალურ და გეოგრაფიულპოტენციალს, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს. 

პოლიტიკოსმა უნდა შეძლოს  ისეთი განწყობის  შექმნას ქვეყანაში, რომ ადამიანიიბრძოდეს არა არსებობისათვის, არამედ საკუთარი შესაძლებლობებისრეალიზაციისათვის. 

დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გადარჩენაც და გაბრწყინებაც განათლებულ ადამიანთახელისუფლებასთანაა დაკავშირებული, იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული,რომელსაც ქვეყანა უყვარს, ფიქრობს ხალხზე და არა ხალხის გამოყენებაზე საკუთარი სკამისა და ძალაუფლების  შენარჩუნებისათვის. იმ ხელისუფლებაზე, რომელიც აღიარებსმხოლოდ ერთ ძალაუფლებას-ნიჭის ძალაუფლებას”, – ნათქვამია შაშიაშვილის განცხადებაში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *