(info1)თემურ შაშიაშვილი: საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა აზროვნების პროვინციალიზმი!

temuri

თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით, საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა აზროვნების პროვინციალიზმი.

-“პროვინციალიზმი გეოგრაფიული მცნება სულაც არ გახლავთ, იგი  უფრო მეტად აზროვნებასთანაა დაკავშირებული და საქართველოში  სულ უფრო ძლიერდება.   მონური ფსიქოლოგია დღეს გამოიხატება პროვინციულ აზროვნებაში.  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.  მისი თქმით, ყველა  პროვინციალს დღეს გაუაზრებლად აკერია ენაზე დასავლეთი, მაშინ როცა დასავლური ღირებულებები ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყნებთანაა დაკავშირებულიმ რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა.

-„850 წელი სრულდება შოთა  რესთაველის ვეფხისტყაოსნის შექმნიდან,. იმ ეპოქისთვის ეს იყო უნიკალური რამ. ანუ შეიძლება ვეფხისტყაოსანს უწოდო  იმ ეტაპის გაერო საქართველოში მცხოვრებმა მწერალმა შეძლო მსოფლიოს უამრავი ქვეყანა დაეტია მის ერთ ნაწარმოებში. არ ვიცი, რატომ გვგონია, რომ ვიღაცას უნდა მივბაძოთ.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი, – ბევრს  გონია, რომ დასავლური არის ის, რასაც ჩვენ  დღეს გვაჩეჩებენ  ან თუნდაც დღეს განათლების სისტემაში უნდათ შემოიტანონ.  ეს  არის   სამარცხვინო მონური ფსიქოლოგია, ხშირად ადამიანს არავითარი განათლება არ გააჩნია, მაგრამ იძახის დასავლეთს. და  რომ  კითხო, რა არის დასავლური?, ერთი წინადადების მთქმელიც ვერ არის”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *