(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ეროვნული ტრადიციები საფრთხობელად გადააქციეს

t„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის აზრით, დასავლითიდან პირველ რიგში ეკონომიკის ლიბერალიზაცია უნდა წამოგვეღო. სწორედ  ამის გაკეთებას ცდილობდნენ ნიკო  ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე.

„ევროპელ განსწავლულ ადამიანთა აზრით, საქართველოს არ ჰყოლია ნიკო ნიკოლაძეზე დასავლურად მოაზროვნე პიროვნება. ისინი შეფასებების დროს არ ერიდებიან სიტყვას „გიგანტი“ და ამ გიგანტის ფესვები, სწორედ ქართულ ეროვნულ ტრადიციებში იყო. ნიკო ნიკოლაძეს არასდროს უსაუბრია ლიბერალიზაციაზე. უფრო მეტიც, ქართულ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული,“- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, ფესვდომედასავლეთეებმა ეროვნული ტრადიციები საფრთხობელად გადააქციეს „დიდი პოლიტიკოსი და მოაზროვნე,   ჩერჩილი ამობობდა: “ტრადიციების მიყოლა  ერს არასოდეს ასუსტებდა, პირიქით  საფრთხის და გასაჭირის დროს აძლიერებდა“. ძალიან ძლიერი გამონათქვამია მართლა ძალიან დიდი მოაზროვნე კაცისა. ჩვენთან კი, თუ ლაპარაკობ ტრადიციებზე, ჩამორჩენილი ხარ. ეს არის პროვინციული აზროვნება“.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, ის რაც საინტერესოა დასავლეთში, ანუ ეკონომიკა, ჩვენს პოლიტიკოსებს და დასავლურ მასონურ წრეებს ,  არ აინტერესებთ იმიტომ რომ მაშინ ქვეყანა ფეხზე დადგება   ძლიერი საქართველო კი მათ არ აწყობთ.

„მათ აწყობთ დაჩოქილი, დასუსტებული, მუდმივად მათხოვრის როლში მყოფი საქართველო. ასე რომ  დასავლეთის მასონური წრეებისა და ჩვენი ქართველი პოლიტიკოსების, იმ პოლიტიკოსებისა, რომლებსაც უნდათ სკამი და სკამის შენარჩუნება, ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, ძალიან სერიოზულ;ი და მძიმე რამ არის, მაგრამ  ამ მტრულ ინტერესთა თანხვედრაში დაიკარგა საქართველო,“- აცხადებს თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *