(reportiori)„დაგვშორდა დიდი მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი – მერაბ ჯიბლაძე“

პარტია „თეთრების” პოლიტიკური საბჭო ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორის მერაბ ჯიბლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

სამუდამოდ დაგვშორდა ჩვენი დიდი მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი, ფიზიკურმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე. დაგვშორდა, რათა მიახლოებოდაერთი წლის წინ ზეცად ამაღლებულ უსაყვარლეს მეუღლეს, რომლის გარეშე დროებითაცვერ გაძლო ან რომელი ერთი ტკივილისათვის გაეძლო ყველაფერზე ჩაფიქრებულ დაგულშემატკივარ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბრძ კაცს. 

როგორც პირად ტრაგედიას, ისე განიცდიდა საშუალო განათლების საჯარო სკოლებამდედამდაბლებას უმაღლესი განათლების სისტემის უკუღმა რეფორმირებას აკადემიურიმეცნიერების სისტემის სრულ დემონტაჟსა და განადგურებასგუშინდელმა ავგულამმართველებმა საყვარელ საქმეს ჩამოაცილეს ნობელიანტთა თანამოსაქმე და პირადიმეგობარი, მსოფლიო და ამერიკის ფიზიკურ საზოგადოებათა მიერ აღიარებული თავისწევრად პატივით მიღებული მეცნიერი. რა აბსურდი აღარ მოუგონეს დიდებულ ქართველს,რომელიც მიუხედავად საპატიო ასაკისა და დარბაისლური სიდინჯისა, აქტიურადმონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბრძნული რჩევებითა და რკინისებურილოგიკით ფარად ედგა თანამოაზრეებს 

ჩვენთვის საამაყოა, რომ ბატონი მერაბი პარტია თეთრების სათავეებთან იდგა დაპირველი სიტყვა სწორედ მან თქვა დაფუძნების დღეს. 

მეგობრებს ისღა დაგვრჩენია, ხუთშაბათს, ქვეყნის უპირველესი უნივერსიტეტისკომპლექსში აღმართულ დავით აღმაშენებლის ტაძარში უკანასკნელი პატივი მივაგოთსპეტაკ პიროვნებას, გულანთებულ მამულიშვილს, ნათელ და მართალ კაცსვალმოხდილმეცნიერსბატონ მერაბ ჯიბლაძეს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=117

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *