(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: იან კელი უნდა დაინტერესებულიყო, სად წავიდა ის დახმარებები, რაც მისმა ქვეყანამ საქართველოს გამოუყო

ნამდვილი მეგობრები სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,საქართველოს ფეხზე დაყენებაში უნდა დაგვხმარებოდნენ!” – პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი” გთავაზობთ:
„აშშ-ის ელჩმა რამდენიმე დღის წინ დაიცვა ჩვენი პატრიარქი და განაცხადა: მისიავტორიტეტი დიდია ქვეყანაშიო. ელჩის განცხადება საზოგადოებამ აიტაცა. პასუხად,რატომღაც არავინ ვიკითხეთ: კი მაგრამ, თუ ამერიკის ელჩი ასეთ მაღალ შეფასებას აძლევსსაქართველოს პატრიარქს, რატომღა აფინანსებს მისი ხელისუფლება იმ ძალებს,რომლებიც ძირს უთხრის და ებრძვის ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელს?მაგრამ ასეთია ჩვენი დასავლელი მეგობრების პოლიტიკა: თავად ღიად არუპირისპირდებიან აღიარებულ ავტორიტეტებს. სამაგიეროდ, აფინანსებენ და ბინძურსაქმეს ისევ ქართველებს აკეთებინებენ. ამის შემდეგ რიტორიკული კითხვა ჩნდება არის –კი ეს მეგობრობა?
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ეჭვი მეპარება რომ რუსეთიდან, ამერიკიდან და უცხოეთიდან ფინანსირებადი რომელიმე პოლიტიკოსი, პოლიტიკური ორგანიზაცია,არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიასაშუალება ქართულ საქმეს აკეთებს.
ამავე ელჩის მეორე განცხადებაა, რომ ამერიკის საელჩო მზადაა, აქტიურად ჩაერთოსსაქართველოში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში.როგორ შეიძლება შეფასდეს ეს განცხადება, თუ არა უკვე ქართულ ოჯახში უცხო, თუნდაცმეგობარი ქვეყნის ჩარევის მცდელობა?!
საქართველო ოდითგანვე იდგა სამ საყრდენზე – სარწმუნოება, ოჯახი, განათლება.ამჯერად არ გავჩერდებით მეტად მტკივნეულ თემაზე, თუ როგორ დაანგრიეს დიმიტრიუზნაძის ქვეყანაში განათლების სისტემა ჩვენთვის სრულიად უცხო და მიუღებელი რეფორმებით.
არაფერია ჩვენთან ისეთი მყარი, როგორც ოჯახური ტრადიცია და ვინც იცნობსსაქართველოს და ქართულ ბუნებას, მან იცის, რომ ძალადობა უცხოა ტრადიციულქართულ ოჯახში. ხოლო ოჯახური პრობლემები, რაც თავს იჩენს ბოლო ათწლეულებისგანმავლობაში, უპირატესად უმძიმეს სოციალურ ფონს უკავშირდება. თუ ამერიკა ჩვენიჭეშმარიტი მეგობარია, სწორედ ამ ფონის გამოსწორებაში უნდა დაგვეხმაროს. ბატონი ელჩიუნდა დაინტერესებულიყო, სად წავიდა უზარმაზარი დახმარებები, რაც თუნდაც მისმა ქვეყანამ საქართველოს გამოუყო და რატომ არის სოციალური ფონი ისევ მძიმე და რატომვცხოვრობთ წლიდან წლამდე სულ უფრო უარესად, თუ ეს ფული ქვეყნის რეალურადდახმარებისთვის იყო გამოყოფილი, და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს არემსახურებოდა.
რეალურად ვთვლი, რომ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება არ სჭირდება. ამანმიგვიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე და ქვეყანაში მათხოვრული სული ჩამოაყალიბა. თუნდაც ერთი ისეთი საბანკო სისტემა რომ შეექმნათ, როგორიც დასავლეთშია,საქართველო მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა, მაგრამ ძლიერი, ფეხზე დამდგარისაქართველო ბევრს არ აწყობს. მათთვის უფრო ადვილად სამართავია სწორედ დაჩოქილი,დაუძლურებული ქვეყანა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს ზოგიერთ უცხოელ მეგობარს არადახმარება, არამედ ჩვენი მთავარი საყრდენების კონტროლი და დასუსტება სურს და ამითჩვენს ქვეყანაზე ზეგავლენის გაძლიერება.
დიპლომატიური თამაშის პოლიტიკა უცხოეთთან, რასაც პოლიტიკოსთა აბსოლუტურიუმრავლესობა ადგას, დღევანდელი საქართველოსთვის დამღუპველად მიმაჩნია. მეყოველთვის ვაღიარებდი და დღესაც ვაღიარებ, რომ უცხოეთთან – ამერიკასთან,ევროპასთან დიდი ურთიერთობების გარეშე გაგვიჭირდება. მაგრამ ყოველგვარუცხოურისადმი მონურ მორჩილებას ანტიქართულად მივიჩნევ.
მე მომავლის საქართველოსათვის ამერიკელ ხალხთან მეგობრობის გზას ვირჩევ დავემიჯნები ყველას, ვინც სკამისათვის ბრძოლაში ემონება უცხოურ, ამერიკულ, რუსულ თუსხვა ქვეყნების ზეგლობალისტურ-სექტანტურ ჯგუფებს“, – ნათქვამია შაშიაშვილის განცხადებაში.



