(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: თუ ამერიკის ელჩი ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პატრიარქს, რატომღა აფინანსებს მისი ხელისუფლება მათ, ვინც ებრძვის ეკლესიას?

ghnთეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი  ამერიკის ელჩის ბოლოდროინდელ  განცხადებებს ეხმაურება:

„ ამას წინათ აშშ ელჩმა დაიცვა ჩვენი პატრიარქი,   და განაცხადა: მისი ავტორიტეტი დიდია ქვეყანაშიო.  ელჩის განცხადება საზოგადოებამ ერთბაშად აიტაცა.   პასუხად, რატომღაც  არავინ არ ვიკითხეთ: კი მაგრამ  თუ ამერიკის ელჩი ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს  პატრიარქს,   რატომღა აფინანსებს მისი ხელისუფლება  სწორედ იმ ძალებს, ,რომლებიც  ძირს უთხრის და ებრძვის ქართულ ეკლესიას და  მის საჭეთმპყრობელს? მაგრამ ასეთია ჩვენი დასავლელი მეგობრების პოლიტიკა: თავად ღიად არ უპირისპირდებიან აღიარებულ  ავტორიტეტებს.  სამაგიეროდ, აფინანსებენ  და ბინძურ საქმეს ისევ ქართველებს აკეთებინებენ . ამის შემდეგ რიტორიკული კითხვა ჩნდება   არის კი ეს მეგობრობა?

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ,  ეჭვი მეპარება  რომ რუსეთიდან, ამერიკიდან და  უცხოეთიდან ფინანსირებადი რომელიმე პოლიტიკოსი, პოლიტიკური ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია  ან მედიასაშუალება ქართულ საქმეს აკეთებდეს…

იმავე ელჩის მეორე განცხადებაა, რომ  ამერიკის საელჩო მზადაა აქტიურად ჩაერთოს საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს განცხადება, თუ არა უკვე ქართულ ოჯახში უცხო, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ჩარევის მცდელობა?!

საქართველო ოდითგანვე იდგა სამ საყრდენზე, სარწმუნოება,  ოჯახი,  განათლება. ამჯერად არ გავჩერდებით მეტად მტკივნეულ თემაზე, თუ როგორ დაანგრიეს დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში  განათლების სისტემა ჩვენთვის სრულიად უცხო და მიუღებელი   რეფორმებით.

ახლა კი ვიტყვით, რომ არაფერია ჩვენთან ისეთი მყარი, როგორც ოჯახური ტრადიცია  და ვინც იცნობს საქართველოს და ქართულ ბუნებას, მან იცის, რომ ძალადობა უცხოა ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ხოლო ოჯახური პრობლემები, რაც თავს იჩენს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უპირატესად უმძიმეს  სოციალურ  ფონს უკავშირდება . თუ ამერიკა ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარია, სწორედ ამ ფონის გამოსწორებაში უნდა დაგვეხმაროს. ბატონი ელჩი უნდა დაინტერესებულიყო, სად წავიდა უზარმაზარი დახმარებები, რაც თუნდაც  მისმა  ქვეყანამ საქართველოს გამოუყო და რატომ არის სოციალური ფონი ისევ მძიმე და რატომ ვცხოვრობთ წლიდან წლამდე სულ უფრო უარესად, თუ ეს ფული  ქვეყნის რეალურად დახმარებისთვის იყო გამოყოფილი, და   კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურებოდა.

ნამდვილი მეგობრები სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში უნდა დაგვხმარებოდნენ , საქართველოს ფეხზე დაყენებაში უნდა დაგვხმარებოდნენ.

რეალურად ვთვლი, რომ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება არ სჭირდება.  ამან მიგვიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე  და ქვეყანაში მათხოვრული სული ჩამოაყალიბა.   თუნდაც  ერთი ისეთი საბანკო სისტემა რომ შეექმნათ , როგორიც დასავლეთშია. საქართველო მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა, მაგრამ ძლიერი, ფეხზე დამდგარი საქართველო ბევრს არ აწყობს. მათთვის უფრო ადვილად სამართავია სწორედ დაჩოქილი, დაუძლურებული ქვეყანა.  ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს ზოგიერთ უცხოელ  მეგობარს არა დახმარება, არამედ ჩვენი  მთავარი საყრდენების კონტროლი და დასუსტება სურს და ამით ჩვენს ქვეყანაზე ზეგავლენის გაძლიერება.“

„თეთრების“ ლიდერის თქმით,  ის აცნობიერებს, რომ მსგავსი განცხადებები მისი  პოლიტიკური კარიერისათვის რისკის შემცველია და ამის შესახებ  მას აფრთხილებენ  კეთილისმსურველები როგორც   საქართველოში,   უცხოეთში, მათ შორის ამერიკაში , მაგრამ მისთვის მთავარი  არა პოლიტიკური კარიერა, არამედ ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლაა.

„დიპლომატიური თამაშის პოლიტიკა უცხოეთთან, რასაც პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგას, დღევანდელი საქართველოსთვის დამღუპველად მიმაჩნია.  მე ყოველთვის  ვაღიარებდი და დღესაც ვაღიარებ, რომ უცხოეთთან  – ამერიკასთან, ევროპასთან დიდი ურთიერთობების გარეშე გაგვიჭირდება. მაგრამ  ყოველგვარ უცხოურისადმი მონურ მორჩილებას ანტიქართულად მივიჩნევ. მე მომავლის საქართველოსათვის ამერიკელ ხალხთან მეგობრობის გზას ვირჩევ და ვემიჯნები ყველას, ვინც სკამისათვის ბრძოლაში ემონება უცხოურ, ამერიკულ, რუსულ თუ სხვა ქვეყნების ზეგლობალისტურ-სექტანტურ ჯგუფებს. : – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *