(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის მომავალი არც ოცნებასთან და არც ნაცმოძრაობასთან არ არის დაკავშირებული

“არ მაინტერესებს, რა ხდება “ქართულ ოცნებაში, ან კიდევ რას ფიქრობს “ნაცმოძრაობა” არც ერთთან და არც მეორესთან არ არის დაკავშირებული ქვეყნის მომავალი.” – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა მალხაზ გულაშვილის საავტორი გადაცემაში, „პოლიტიკის დრო“.
მისი თქმით, ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ამერიკა- რუსეთისაგან თავისუფალ პოლიტიკურ ძალაშია.
„ვწუხვარ, რომ მოსახლეობაში ძლიერდება შიში, რომ თუ რომელიმესთან არ ვიქენით კარგად, დავიღუპებით. სწორედ მათთან ყოფნამ დაგვღუპა! დადგა დრო მძლავრი მასშტაბის განახლებული ეროვნული მოძრაობის, რომელმაც ერთ მუშტად უნდა შეკრას რეალური დამოუკიდებლობის მატარებელი ძალები და ადამიანები და დაასრულოს იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების პარპაში, რომლებიც ქვეყნის მომავალს რუსეთში, ამერიკაში, თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ხედავენ და ეძებენ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
იგი კვლავ ეხმიანება ტელევიზიებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და კვლავ დაადასტურა არაერთხელ გამოთქმული თავისი პოზიცია:
„ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში ხელისუფლებისათვის ბრძოლა ტელევიზიებისათვის ბრძოლად იქცა. იმ ტელევიზიებისათვის ბრძოლად, რომლებიც პარტიებს და პოლიტიკოსებს ემორჩილებიან…”
(დროტვ) “ქვეყანაში მძიმე ჟამი დგას” – თემურ შაშიაშვილი გადაცემაში “პოლიტიკის დრო”



