(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: მაღალ ეშელონებში უწესო ცხოვრებაა გამეფებული!

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
„სიბინძურის ასეთ ჭაობში გადავარდნა არ და ვერ მოხდებოდა მედიის, განსაკუთრებითელექტრონული მედიისა და ქვეყნის გარედან შემოსული პოლიტიკური ფულის გარეშე. იმფულის გარეშე, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთის მასონურ-სექტანტური ძალებიმართავდნენ და სამწუხაროდ, დღესაც მართავენ ქვეყნის უმაღლეს ეშელონებშიმოკალათებულთა უმრავლესობას და საერთოდ პოლიტიკოსთა, არასამთავრობოორგანიზაციათა აბსოლუტურ უმრავლესობას, სატელევიზიო ეთერს”, – აცხადებს თეთრების ლიდერი.
თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება და ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა ამავე დროს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მთელ მსოფლიოში სერიოზულად ზღუდავს პირად თავისუფლებას.
„როგორც გენიალურად ამბობს ამერიკელი მწერალი ფოლკნერი: „ადამიანი თავისუფალიამისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“. ამ დღეებში ყველაფერზე საუბრობენ ამის გარდა. ესიმის მაჩვენებელია, რომ მაღალ ეშელონებში უწესო ცხოვრებაა გამეფებული და ყველამოსალოდნელი მხილებისაგან წინასწარ თვითდაზღვევაზეა გადასული. კეთდებასამარცხვინო, მე ვიტყოდი, აღვირახსნილი, ყოველგვარ ღირსებას მოკლებულიგანცხადებები. გულდასაწყვეტია, რომ მათი ავტორები უმაღლესი თანამდებობის პირებიარიან, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული მინისტრებითა და პარლამენტარებით,აღარაფერს ვამბობ ყველასჭკუისმასწავლებელ ჟურნალისტებზე. საკითხი ასე დგას – ანქვეყანა, ან გარყვნილ პოლიტიკოსთა ბატონობის გაგრძელება და ყოველგვარი ქართულისგანადგურება. ახლა გამოჩნდება, ჰყავს თუ არა ქვეყანას სახელმწიფო კაცები, ქართულისულისა და ცნობიერების ელიტა, სახელმწიფოზე მოფიქრალი და გარედან მართვისაგანთავისუფალი პოლიტიკოსები , რომელთა გამოჩენას, ასპარეზზე აქტიურად გამოსვლას დამართალ სიტყვას ხალხი დიდი ხანია ელოდება!“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი
იხ სრულად: არ ვაჭარბებ ,სამწუხაროდ , ასეა..ყოველშემთხვევისთვის , მე ასე ვფიქრობ!



