(ინფო1)თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკაში ემოცია გონებამ უნდა შეცვალოს!

-“დღეს რაც ქვეყანაში ხდება, თითქმის 30 წლიანი ემოციით დატვირთული ქუჩის პოლიტიკის და ამ ფონზე ხელისუფლებაში მოსული ქუჩური აზროვნების პოლიტიკოსების შედეგია .. შედეგი, რომელიც ყველას აწყობდა და აწყობს ქართველი ხალხის და საქართველოს მოქალაქეების გარდა.

სიბინძურის ასეთ ჭაობში გადავარდნა არ და ვერ მოხდებოდა მედიის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიისა და ქვეყნის გარედან შემოსული პოლიტიკური ფულის გარეშე. იმ ფულის გარეშე,რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთის მასონურ-სექტანტური ძალები მართავდნენ და სამწუხაროდ, დღესაც მართავენ  ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში მოკალათებულთა უმრავლესობას და საერთოდ პოლიტიკოსთა, ,არასამთავრობო ორგანიზაციათა აბსოლუტურ უმრავლესობას,სატელევიზიო სივრცეს.

ეს არის სამწუხარო რეალობა,რომელზე საუბარს გავურბივართ ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც.

დღეს ყველა მართალია-ქვეყანა კი თავზე გვენგრევა. არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას სიბინძურით სავსე სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებაში მოყვანისათვის.

პოლიტიკური სიბინძურე იწყება კომპრომეტირებულთა აღზევებით  და სისტემით -ხელისუფლებაში მხოლოდ კომპრომეტირებულის მოყვანით.

.ეს არის სექტის პრინციპი-ვიდრე წევრი ხარ და ხარ სექტური ცხოვრების მორჩილი,არავინ გეხება,მაგრამ გასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია-ვინც ამას გაბედავს იგივე ელოდება,რაც დღეს იმის ოჯახში ხდება,ვის შესახებაც მასალები გაავრცელეს.

ვთქვათ პირდაპირ,პრეზიდენტი იყო გარყვნილი კაცი და ასეთივე ხალხით გაავსო ხელისუფლების ყველა შტო….ყველას მისივე გარყვნილობის დამადასტურებელი მასალით ატერორებდა,ყველას მისივე გარყვნილობის გამო მის პირად მონად აქცევდა და ამ მზაკვრული სისტემით რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა-ანგრევდა ქართულ ცნობიერებას.

მდგომარეობა გაცილებით უარესია,ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

პოლიტიკაში წესიერება სირცხვილად არის შერაცხული უწესოთა განუსაზღვრელი სიმრავლის გამო. ყველას აქვს პირადი ცხოვრება,რასაც პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ,მაგრამ ყველას დაგვავიწყდა,რომ ხელისუფლებაში ყოფნა მთელ მსოფლიოში სერიოზულად ზღუდავს პირად თავისუფლებას.გენიალურად ამბობს ამერიკელი კლასიკოსი მწერალი ფოლკნერი: ” ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში,”

ხელისუფლებაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა.

ამ დღეებში ყველაფერზე საუბრობენ ამის გარდა.ეს იმის მაჩვენებელია,რომ მაღალ ეშელონებში უწესო ცხოვრებაა გამეფებული და ყველა მოსალოდნელი მხილებისაგან წინასწარ თვითდაზღვევაზეა გადასული. კეთდება სამარცხვინო,მე ვიტყოდი, აღვირახსნილი, ყოველგვარ ღირსებას მოკლებული განცხადებები. გულდასაწყვეტია,რომ მათი ავტორები უმაღლესი თანამდებობის პირები არიან,დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული მინიტრებითა და პარლამენტარებით,აღარაფერს ვამბობ  ჭკუისმასწავლებელ ჟურნალისტებზე.

არ მინდა ასე იყოს, მაგრამ,ყველა კომენტარი სწორედ სააკაშვილის გარყვნილობის გამართლებად ჩანს და მისი დაცვაა მომავალში მხილებისაგან.ეს კი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მისი ავანტიურისტული პოლიტიკის გაგრძელება მგონია.

საკითხი ასე დგას:  ან ქვეყანა,  ან გარყვნილ პოლიტიკოსთა ბატონობის გაგრძელება და ყოველგვარი ქართულის განადგურება!

არ ვაჭარბებ ,სამწუხაროდ , ასეა.. ყოველი შემთხვევისთვის , მე ასე ვფიქრობ!

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების დამანგრეველი ,გარყვნილობაზე აგებული ეპოქა უნდა დასრულდეს, პოლიტიკაში ემოცია გონებამ უნდა შეცვალოს!

ახლა გამოჩნდება, ჰყავს თუ არა ქვეყანას სახელმწიფო კაცები,ქართული სულისა და ცნობიერების ელიტა,სახელმწიფოზე მოფიქრალი და გარედან მართვისაგან თავისუფალი პოლიტიკოსები , რომელთა გამოჩენას,ასპარეზზე აქტიურად გამოსვლას და მართალ სიტყვას ხალხი დიდი ხანია ელოდება!

ველოდები, მეგობრებო , თქვენს გამოხმაურებას ჩემს ამ პოზიციაზე ! დუმილი და პასიურ მდგომარეობაში დარჩენა თვითმკვლელობას ნიშნავს , შვილებისა და ქვეყნის ქართულ მომავალზე უარის თქმას ნიშნავს!

არ ვაჭარბებ,ასეა!

მოქმედების დროა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *