(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: დაუძლურებული ქვეყნის ამომრჩეველთა წყალობით, დიდი ხანია პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ

temuri„დამოუკიდებელი საქართველოს ყველა უმაღლესი ხელისუფალისათვის კადრების შერჩევის ერთი პრინციპია გამეფებული:პირადი ერთგულება. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, მისი თქმით სააკაშვილის ხელისუფლება იყო ამის კლასიკური მაგალითი.

„მან ყველაზე მდგრადი გუნდი შექმნა,რადგან საფუძვლად დაუდო სექტის პრინციპი: ხელისუფლებაში მხოლოდ კომპრომეტირებული ადამიანების მოყვანა -ვიდრე წევრი ხარ და ხარ სექტური ცხოვრების მორჩილი,არავინ გეხება,მაგრამ გასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია. ამავდროულად  სააკაშვილის ხელისუფლება  ყველაზე მეტად იმართებოდა   დასავლეთის სექტანტური ჯგუფებისაგან“

შაშიაშვილის  აზრით, თუმცა ივანიშვილმა  მოღალატე პოლიტიკოსებზე  დაყრდნობით და ფულის ძალით, შეძლო „ნაციონალების“ დაჯგუფების შერყევა, თავად გააგრძელა  მართვა   იგივე პრინციპით   – ძლიერთა იგნორირება,მორჩილთა აღზევება.

„საქართველო საბედნიეროდ სავსეა ქვეყნის ერთგული ძლიერებით, რომელთაც არ შეუძლიათ ბელადებისადმი   მონური  ერთგულება ,მაგრამ   მშიერ და დაუძლურებულ ქვეყნის ამომრჩეველთა წყალობით, დიდი ხანია  ვცხოვრობთ პოლიტიკური პროსტიტუცია ეპოქაში.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი. მისი თქმით, საქართველოს არ ექნება  მომავალი  ვიდრე  ჩვენი ცხოვრება ბელადთან და მილიარდელთანაა დაკავშირებული. „ორმაგი უბედურება გვჭირს:ივანიშვილამდე გამოგონილი ბელადების მსხვერპლი ვიყავით,მისი მოსვლის შემდეგ-მილიარდების მსხვერპლადაც ვიქეცით. მწამს  და მჯერა, ქვეყნის მომავალი ნიჭის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და არა ბელადისა და ფულის ბატონობასთან!“ აცხადებს თეთრების ლიდერი. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ასპარეზზე გამოჩნდეს   სახელმწიფო კაცები, ქართული სულისა და ცნობიერების ელიტა, სახელმწიფოზე მოფიქრალი და გარედან მართვისაგან თავისუფალი პოლიტიკოსები , რომელთა გამოჩენას და მართალ სიტყვას ხალხი დიდი ხანია ელოდება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *