(ქრონიკა) ამ ვიდეოებს გამოაქვეყნებენ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილმა ხომ იცის, რომ ეს სიმართლეა?!

1108საქართველოში მთავრდება პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა თუ პირიქით, ახალი ტალღა წამოვა და საერთოდ წაგვლეკავს? რასაც ვუყურებთ, არა მხოლოდ პოლიტიკური პროსტიტუცია ძლიერდება და მორალზე მიდის შეტევა, არამედ ცხოვრების ბოზური წესიც კანონდება საქართველოში. რა ხდება ირგვლივ, რა მორალურ გადაფასებებთან გვაქვს საქმე და საერთოდ, რას უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში? ამაზე `ალიას~ `თეთრების~ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო თემურ, მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს მიდის პოლიტიკოსების, თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური პარტიების ლუსტრირება. ბოლო რამდენიმე თვეში უკეთესად გამოჩნდა, ვინ რას წარმოადგენს.

_ უფრო მეტი გამოჩნდება არჩევნებამდე. თუ ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის მოღალატე პოლიტიკოსებზე, შეიძლება მივიღოთ ცოტა უკეთესი შედეგები. მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღალატის ხარჯზე გადახტნენ გამსახურდიადან შევარდნაძესთან, შევარდნაძიდან სააკაშვილთან, ხოლო სააკაშვილიდან ივანიშვილთან. საერთოდ, საქართველოში მოღალატე პოლიტიკოსებს დიდ პატივს სცემენ, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეებს ძალიან აფასებენ.

_ გეთანხმებით, ვინც 2012 წელს `ოცნებაში~ გადახტა, ყველა გმირად მონათლეს.

_ ჰოდა, ახლა ვხედავთ, რომ მათ ჩვეული გამყიდველობა ვერ მოიშალეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამათ არ იცნობდა და ამიტომ დაემართა ასე, მაგრამ ძალიან შევშფოთდი მისი ერთი ინტერვიუს გამო, სადაც თქვა, მარგველაშვილს არ ვიცნობდიო. არადა, ალბათ, გახსოვთ, ამ პიროვნებისთვის თავი გამოიდო. კი, მაგრამ `თავისუფლების ინსტიტუტი~ რომ მან შექმნა, სოროსის ფონდთანაც რომ იყო დაკავშირებული და `ენდიაისთანაც~ საქმე ჰქონდა, ეს არ იცოდი? სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, ბატონმა ბიძინამ მოახერხა და წინა პლანზე წამოსწია მომთაბარეები, მოღალატეები, რამაც გამოიწვია პოლიტიკური პროსტიტუციის განვითარება, რომელიც დაიწყო შევარდნაძის დროს. მეგონა, პიკი იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, მაგრამ შევცდი, პიკი არის ახლა. დღეს გასავალი აქვს კაცს, რომელიც ლაპარაკობს დედაკაცის ენით, ან ქალია და ლაპარაკობს კაცის ენით, ვისაც გავლილი აქვს ე.წ. დასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია. მაშინ, როცა ხალხი სულს ღაფავს, ამ ადამიანებს ადრეს 15-20 ათასი დოლარი ჰქონდათ ხელფასი არა ქართული საქმის საკეთებლად, არამედ ქვეყნის დასაქცევად. თუ საარჩევნო სიებში ისევ ესენი მოხვდებიან, ცხადია, ეს პოლიტიკური პროსტიტუციის დასასრული კი არა, ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება. გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და დაასახელოს, რომელ კადრში არ შეცდა? თბილისის მერი აყენებს სამარცხვინო მდგომარეობაში, ყველა გამგებელი ერთნაირად სამარცხვინოა. ამას წინათ ერთ-ერთ რეგიონში ვიყავი, გლეხები იძახიან, არც წინა ხელისუფლებისა გვჯეროდა, არც ამ ხელისუფლებისა გვჯერაო. რატომ-მეთქი? ჩვენ სოფლის გამგებლად დაგვინიშნეს ისეთი კაცი, რომელიც ყველაზე გაუნათლებელი და ჩამორჩენილი იყოო. ვინც კი ბავშვობაში დედამ დაწყევლა, ყველა რაღაც თანამდებობაზე დანიშნეს, ყველა საკრებულოში მოხვდაო. როცა ქუთაისში ვიყავი თანამდებობაზე, ერთი ადამიანის გამო შემიკლეს ხელში, საავადმყოფოს მთავარ ექიმზე ამბობდნენ, შაშიაშვილის ნათესავიაო. არადა, მართლა არ იყო ისეთი, რომ უფროსობა ეკუთვნოდა. ამ ადამიანს რამოდენიმეჯერ ვუთხარი, არ გინდა მთავარი ექიმობა-მეთქი, მაგრამ არ ქნა. დღეს ასეთი სიტუაციაა მასობრივად, ხალხი იმ საქმესთან მიიყვანეს, რაც მათი საქმე არ არის. დღეს საქართველოში ყველამ იცის პოლიტიკოსობა და ხელისუფლებაში მოდიან ფულის საშოვნელად ან ფულის დასაცავად. ახლა იქამდეც მიგვიყვანეს, გამოდიან და აცხადებენ, პირად ცხოვრებას ნუ შეეხებით, მეც მყავს საყვარელი, ჩემ ქმარსაც ჰყავს საყვარელი, ასე ვართ შეთანხმებული ოჯახშიო. საქართველოში გვეუბნებიან ამას მაშინ, როცა ამერიკაში ასეთებს ხელისუფლებაში ცხვირს არ შეაყოფინებენ.

_ ბატონო თემურ, დღეს დიდი დავა მიდის იმაზე, სექსვიდეოების `გმირები~ უნდა გადადგნენ თუ არა თანამდებობებიდან? საზოგადოებაში ჩვენს თვალწინ ინერგება ახალი მოდელი სახელწოდებით: `თუ ვბოზობ, მერე რა~?

_ თქვენ ხომ იცით და გსმენიათ, ვისზეა ეს ჩანაწერები გაკეთებული?

_ კი, ვიცი და მსმენია

_ იმაზეც ვთანხმდებით, რომ ამაზრზენია, რაც არის გაკეთებული, ხომ? გული მწყდება… ბატონმა ბიძინამ, რომელიც მუდმივად ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს, ასეთი ადამიანები დანიშნა თანამდებობებზე. ამ ვიდეოებს გამოაქვეყნებენ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილმა ხომ იცის, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა? აი, უკვე გაოგნებული ვარ, ეს რა მარაზმში აღმოვჩნდით საერთოდ? ქალი, რომელიც საშინელებებს აკეთებს კაბინეტებში თუ სხვაგან, ის კიდევ თანამდებობაზეა? გამარკვიეთ ერთი, რომელ ქვეყანაში ჰქვია ამას პირადი ცხოვრება? მისი პირადი ცხოვრება არის ოჯახის შიგნით და თანამდებობის პირის ოჯახიც კი ღია უნდა იყოს. საქართველოში გეუბნებიან, ეს მეძავია, მაგრამ თანამდებობაზე უნდა იყოსო. ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილმა ხომ იცოდა და დღესაც იცის, რომ ეს ჩანაწერები გააკეთა ამ სულწამხდარმა სააკაშვილმა? ეს ადამიანი აღმოჩნდა სექტის შექმნის ოსტატი… რა არის სექტა? ეს გახლავთ კომპრომეტირებულთა ერთობა და ვინც იქიდან გაბედავს გასვლას, იმაზე ყველაფერი გამომჟღავნდება. ამ ვიდეოებს უღებდნენ არა იმიტომ, რომ მერე აუცილებლად უნდა გამოექვეყნებინათ, არამედ იმიტომ, რომ ამით დაჭერილი ჰყავთ ყურებით…

უარესს გეტყვით: ძალიან ბევრი ცნობილი და ლამაზი ქალია გადაღებული, რაც შემდეგ ხელისუფლებაში ბევრმა ნახა და გამოიყენა კიდეც. როგორ შეიძლება, დღეს ჩვენ ამ ხალხის მიმართ ნდობა გვქონდეს? ისინი მხოლოდ კი არ უნდა გადადგნენ, ბოდიში მოიხადონ და გარკვეული პერიოდით ხალხს თავი დაავიწყონ! ესე იგი, პოლიტიკაში არ არის ზნეკეთილობა, ხოლო ზნეკეთილებში არ არის პოლიტიკისკენ ლტოლვა, ხედავთ, რა წყალგამყოფი გახდა? დღეს რომ ზნეკეთილ ადამიანს უთხრა, პოლიტიკაში წადიო, გეტყვის, სიბინძურეში მაგდებო? აი, ეს შეძლეს შევარდნაძემ, სააკაშვილმა და ახლა თავზე ხელს უსვამს ბიძინა ივანიშვილი. აგერ, გამოქვეყნდა ვიდეო, გამოვარდა მეორე დღეს პრეზიდენტი და აცხადებს, ჩემი ქვეყანა უნდა დავიცვა, როგორ შეიძლება ამის ჩვენებაო? მან დაიცვა თავისი თავი, შეიძლება ხვალ მისი კომპრომატიც გამოიფინოს. ყველა, ვისაც ეშინია და ვისზეც ჩანაწერია, გამოვარდა და დაიწყეს, ეს შეურაცხმყოფელიაო. რა თქმა უნდა, ვინც ეს გააკეთა, არის უზნეო, მაგრამ ყველა ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, არ ჰყავდეს თავის რიგებში ასეთი ადამიანები. ამისთვის სპეცსამსახურები არსებობს, იკვლევენ, უთვალთვალებენ, რომ რამე ისეთი არ გამოეპაროთ. კადრები ასე ღიად არ უნდა აჩვენონ, თორემ რა, ამ კუთხით ამერიკაში არ მუშაობენ, ინგლისში არ მუშაობენ, გერმანიაში თუ საფრანგეთში? როცა თანამდებობაზე ვიყავი, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემთან კონსპირაციულად და ბოდიშებს იხდიდნენ, თქვენზე უშიშროებაზე რაღაცები გვაქვს დაწერილი, სხვა გზა არ გვქონდაო. ესე იგი, თანამდებობის პირებზე აგროვებდნენ მასალებს, ხომ? რამდენად სიმართლე იყო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ `კაგებე~ მუშაობდა და სპეცსამსახურები ახლაც მუშაობენ. კარგი, ამათ არ აქვთ იმდენი ნამუსი, რომ წავიდნენ, ამჟამინდელი პერმიერ-მინისტრი როგორ მუშაობს ამ ხალხთან? როგორ მუშაობდა ამათთან ბიძინა ივანიშვილი? როგორ მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილი? რამდენიმე დღის წინ ერთ ინტელიგენტურ ოჯახში ვიყავი სტუმრად, 30 კაცი იჯდა, ამ დროს ეს ქალბატონი გამოხტა ტელევიზორში. უმძიმესი სიტყვები მოვისმინე მისი მისამართით. ის დღეს მინისტრია, თან იძახის, არ არსებობს ძალა, რომელიც მე შემაჩერებსო. ქალი რომ ამას იტყვის, წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვართ?! აი, ასეთები მოსწონთ ამ ქვეყანაში… მე კი ეს გარემო მკლავს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გზაგასაყარზე: ან მკვიდრდება ეს უზნეობა და შემდგომში უფრო გაიზრდება მასშტაბები, ან ყველაფერს უნდა მოეღოს ბოლო. ახლა ვისმენდი ტელევიზორში, ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობს, ჩვენ კოალიციიდან ჯერ კიდევ დეკემბერში გვინდოდა გასვლაო. ნახეთ, ტრაბახი დაიწყეს უკვე, ერთმანეთს ეტრაბახებიან, ჩვენ უფრო ადრე გვინდოდა გასვლაო.

_ იყო დრო, კოალიციაში შესვლას ამათ ვერავინ ასწრებდა.

_ არადა, ყოველდღე ჩაგვჩიჩინებდნენ, ჩვენ ეღთად ვართ, ერთნი ვართ, ერთობა გვაქვსო. თურმე შიგნით ლაპარაკობდნენ, აქ რა გვინდაო? გამოდის, ყველა გვატყუებდა, არ ყოფილა არავითარი ერთობა, ხომ? ახლა მებადება კითხვა: ხომ არ არის ამყველაფერში დიდი მზაკვრობა ჩადებული? მე ჯერ კიდევ 1993 წელს განვაცხადე, ყოველგვარი ალიანსებისა და ბლოკების წინააღმდეგი ვარ, ყველამ ცალ-ცალკე იყაროს კენჭი-მეთქი. უარი ვთქვი, შევარდნაძის პარტიის ეგიდით მეყარა კენჭი. ამის მოწმეა ელდარ შენგელაია, რომელთანაც მქონდა დიდი კამათი. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს პარტიების ალიანსები და კოალიციები, არც ამერიკაში, არც გერმანიაში და არც საფრანგეთში. რუსეთში კანონით არის აკრძალული პარტიების ალიანსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ანაქრონიზმი და პოლიტიკური პროსტიტუციის საფუძველი. როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ჩემი პირველივე შეთავაზება იყო _ არავითარი კოალიცია, ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში-მეთქი. ახლა რას იტყვის? აი, ამ ხალხმა არ გაამართლა, ახლა `ოცნება~ ცალკე იქნება და გაჩვენებთ, რას გავაკეთებო? მე მგონი, ასე გამოდის. თუ გამოვა და იტყვის _ ხალხო, მე ისიც შევძელი, რომ გამეშიშვლებინა ყველა და ახლა არ ვდგები არავის მხარესო, მაშინ დავიჯერებ მის კარგ კაცობას. მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლით და ასეთი ადამიანების წინ წამოწევით გააფუჭა სიტუაცია. ის სახელმწიფო კაცი უფროა, მაგრამ მაინც და მაინც პოლიტიკურ ლაბირინთებში შევიდა. ივანიშვილმა შეყარა არაფრისგამკეთებელი პარტიები, მიანიჭა კვალიფიკაცია და მორჩა, აკეთებინა ფული. ისინი დააყენა სხვებზე მაღლა. ჯერ შევარდნაძის მეცადინეობით მოდიოდნენ ეს პარტიები, მერე სააკაშვილის მეცადინეობით, ახლა ივანიშვილმა წამოიკიდა, როდემდე? მოდიან და მოდია, გადის წლები, ვუყურებთ ერთი და იგივე მარაზმს!

ესაუბრა:გელა ზედელაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *