არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს პარტიების ალიანსები და კოალიციები

 

news_86075პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი „ალიასთან“ ინტერვიუში პოლიტიკურ კოალიციებს „ანაქრონიზმს“ უწოდებს. და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს როგორც ლოგიკურს ისე განიხილავს.

„არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს პარტიების ალიანსები და კოალიციები, არც ამერიკაში, არც გერმანიაში და არც საფრანგეთში. რუსეთში კანონით არის აკრძალული პარტიების ალიანსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ანაქრონიზმი და პოლიტიკური პროსტიტუციის საფუძველი. როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ჩემი პირველივე შეთავაზება იყო _ არავითარი კოალიცია, ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში-მეთქი. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი. მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის მოღალატე პოლიტიკოსებზე, მომავალი პარლამენტი შესაძლოა უკეთესი გამოვიდეს.

„საერთოდ, საქართველოში მოღალატე პოლიტიკოსებს დიდ პატივს სცემენ, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეებს ძალიან აფასებენ.  მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღალატის ხარჯზე გადახტნენ გამსახურდიადან შევარდნაძესთან, შევარდნაძიდან სააკაშვილთან, ხოლო სააკაშვილიდან ივანიშვილთან. ბატონმა ბიძინამ მოახერხა და წინა პლანზე წამოსწია მომთაბარეები, მოღალატეები, რამაც გამოიწვია პოლიტიკური პროსტიტუციის განვითარება, რომელიც დაიწყო შევარდნაძის დროს. მეგონა, პიკი იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, მაგრამ შევცდი, პიკი არის ახლა.  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, რომელსაც მიაჩნია,რომ ქვეყანა იმყოფება გზისგასაყარზე, ან ვამკვიდრებთ უზნეობას რაც შემდგომში უფრო   მასშტაბური გახდება, ან ამ ყველაფერს უნდა მოეღოს ბოლო.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

5.04.2016

მასალა დაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *