სოციალური დემაგოგი, შლეგი და პოლიტიკური მეძავი ერთად შეერთებული უდრის გამარჯვებას

 

 news_86075„ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ანუ თითქმის 25  წლის განმავლობაში –არჩევნებში ის იმარჯვებს, ვინც ყველაზე მეტ ტყუილს იტყვის,  ანუ ყველაზე მეტი სოციალური დემაგოგია, ვინც ყველაზე მეტად გალანძღავს სხვას და  განსაკუთრებით მოქმედ ხელისუფალს, ანუ შლეგი და თავხედი და კიდევ ის, ვინც ყველაზე მეტად ეყრდნობა გამყიდველს, ანუ  პოლიტიკურ მეძავს. გამოდის, რომ სოციალური დემაგოგი, შლეგი და პოლიტიკური მეძავი ერთად შეერთებული უდრის გამარჯვებას. დღემდე ასეა. ეს უნდა დასრულდეს” – აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რუსეთის ფაქტორია, რომელსაც სკამისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები  მეტად მოხერხებულად იყენებენ.

„ რუსეთს  მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არასდროს შეუსრულებია ქართული ცნობიერების ისეთი დამანგრეველი როლი, როგორიც ბოლო წლებში.  რუსეთის ლანძღვით ხელისუფლებაში მოდიან ანტიქართული ძალები, რომლებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, რუსული შოვინისტური პოლიტიკის  მხარდამჭერის როლში გამოდიან.“  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *