(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ყალბი და ანტიქართულია თეთრი სახლისკენ, კრემლისკენ და საერთოდ ქვეყნის გარეთ ყურება, ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა

fgყალბი და ანტიქართულია თეთრი სახლისკენ, კრემლისკენ და საერთოდ ქვეყნის გარეთ ყურება, ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა, – ამის შესახებ პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები.

„პარტია თეთრები ირჩევს მხოლოდ, მხოლოდ ქართულ გზას! ყალბი და ანტიქართულია თეთრი სახლისკენ, კრემლისკენ, საერთოდ ქვეყნის გარეთ ყურება, ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს კრემლისა და თეთრი სახლისგან მართულ,მათ ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ ჩვენ უნდა დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ,“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=41411

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *