(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: კოალიციის დასასრული ან დაასრულებს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას, ან ახალ ძალას მისცემს მას

news_83318ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა… – ამის შესახებ “რეპორტიორის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “თეთრების: ლიდერმა განაცხადა.  თემურ შაშიაშვილის თქმით,

ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს,  გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!

საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს კრემლისა და თეთრი სახლისგან მართულ,მათ ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ! დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.ასეთია”თეთრების”პოზიცია.

ქართული გზის გამარჯვებას  ფულსა და გარედან მოხვეულ ათას დამანგრეველ ქმედებასთან ერთად ხელს უშლის საარჩევნო გარემო, რომელიც კარგია გარედან მართული პოლიტიკური ძალებისათვის,  საქართველოსთვის კი  ცუდია, – განაცხადა შაშიაშვილმა

პარტია თეთრების ლიდერი კოალიციის პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობას გამოეხმაურა. შაშიაშვილი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. “ეს გადაწყვეტილება ან დაასრულებს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას , ან ახალ ძალას მისცემს მას. ამ ეტაპზე ვიტყვი მხოლოდ ერთს, შენარჩუნდება ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ  მივიღებთ გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობას, ვიდრე დღემდე გვქონდა – განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *