(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: საარჩევნო გარემო კარგია გარედან მართული პოლიტიკური ძალებისათვის, ცუდია საქართველოსთვის


„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის აზრით, ქვეყნის გარადჩენა მოახლოებულ არჩევნებში ქართული სულისკვეთების პოლიტიკური ძალების გამარჯვებაშია.
თემურ შაშიაშვილი უკამაყოფილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებითაც გამოხატავს.
„ქართული, მხოლოდ ქართული გზა არის საქართველოს გადარჩენის საწინდარი, ხოლო ქართული გზის გამარჯვებას ფულსა და გარედან მოხვეულ ათას დამანგრეველ ქმედებასთან ერთად ხელს უშლის საარჩევნო გარემო, რომელიც კარგია გარედან მართული პოლიტიკური ძალებისათვის, ცუდია საქართველოსთვის.
„8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა ვინმეს მიაჩნია, რომ ნორმალურია? მიმაჩნია რომ ეს გამიზნულად გაკეთდა, რომ გაიმარჯვოს ის პარტიებმა, რომლებიც დღეს ცნობილები არიან გაიხსენეთ, 1990 წელს უნდოდათ არჩევნები დანიშნულიყო ოქტომბრის დასაწყისში. მთელი საქართველო ფეხზე დადგა,. ეროვნული მოძრაობა დადგა ფეხზე, იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა ოქტომბრის დასაწყისში დანიშვნა არჩევნების და აგვისტოში საარჩევვნო კამპანიის დაწყება და აიძულეს კრემლი და ხელისუფლება, რომ 28 ოქტომბერს დანიშნულიყო. – აცხადებს თეთრების ლიდერი, რომელიც ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს საარჩევნო კანონში კვალიფიციური სუბიექტების დარჩენის გამო.
„კატასტროფაა, რომ ცნება „კვალიფიციური სუბიექტი“ რჩება კანონში, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მყოფ პარტიებს აქვთ დიდი უპირატესობა იმ პარტიებთან მიმართებაში, რომლებიც თუნდაც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იყვნენ, არც ფული აქვთ და არც ტელევიზია, არც პრესა მათ არ აშუქებთ. კეთილი განწყობით, ვისურვებდი ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს, რომ არავის მხარს არ უჭერს და იბრძოლებს იმისათვის,რომ ყველას ჰქონდეს ერთნაირი სასტარტო მოედანი, ეს უფრო აქტუალურია მაშინ, როცა ყველა პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს და ალიანსები აღარ არის.“ -განაცხადა შაშიაშვილმა.
წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=41619