(info1)ქვეყანას განათლებული ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანა გადაარჩენს

პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე საზოგადოებამ დაფიქრებული არჩევანი უნდა გააკეთოს და გაიხსენოს, რომ „ქვეყანას ვერც ბელადი გადაარჩენს და ვერც მილიარდერი,ქვეყანას განათლებული ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანა გადაარჩენს“.
-„არჩევნებზე, დაე, ხალხმა განსაჯოს, რა დაპირებები შეასრულა ამ ხელისუფლებამ და რა –არა, აღადგინათუ არა სამართლიანობა, გაუმჯობესდა თუ არა სოციალური პირობები,მაგრამ მთავარი უნდა ითქვას: ხელისუფლების ფუნქცია სახლის გადახურვა და სადარბაზოს მოწყობა არ არის, არც ხელოვანებისთვის ფულის გადახდაა. მისი უპირველესი ფუნქციაა, ხალხი გადახდისუნარიანი გახადოს. ნიჭით სავსე ქვეყანაში ადამიანებს აზროვნება წაართვეს. მწერალს, მეცნიერს უთხრეს, დაჯექი სახლში, ფულს მოგცემ, არ მინდა შენი დაწერილიო. ეს კატასტროფაა. ფულის დარიგება ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული სულის, აზროვნების მკვლელობაა. ადამიანებს, ფული კი არა, შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება უნდა მისცე…
საქართველოში ვინც ტაძარი ააშენა, ყველამ ან პრეზიდენტობა მოითხოვა ან პრემიერობა და დეპუტატობა. ეს არასწორია. ამ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ვერც ბელადიგადაარჩენს და ვერც მილიარდერი, ქვეყანას განათლებული ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანაგადაარჩენს“-აცხადებს შაშიაშვილი.