(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: სახელისუფლებო პარტიებს არც აწყობთ, რომ ქვეყნის გარეთ წასულმა ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ

12213912_758415164270155_1987718395_oსახელისუფლებო პარტიებს არც აწყობთ, რომ ქვეყნის გარეთ წასულმა ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, – ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, ვინც უმძიმეს პერიოდში ქვეყანა გადაარჩინეს, დღეს რეალურად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

„ვინც წავიდა ქვეყნიდან და თავისი მონური შრომის ფასად გადაარჩინა თავისი ახლობლები, ნათესავები, მათ დღეს რეალურად არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ. კანონში რა წერია სხვა რამეა. რეალურად არ აქვთ მათ ამის საშუალება. სახელისუფლებო პარტიებს არც აწყობთ, რომ ქვეყნის გარეთ წასულმა ადამიანებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ მათ არ აინტერესებთ იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც რეალურად ქვეყანა გადაარჩინა,“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ უცხოეთში მცხოვრებ და დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეებს აუცილებლად  უნდა მიეცეთ საშუალება აირჩიონ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები, მით უფრო, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში მსგავსი გამოცდილება უკვე აპრობირებულია.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *