(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ნიჭით სავსე ქვეყანაში ადამიანებს აზროვნება წაართვეს

temuri„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ვერც ბელადი გადაარჩენს და ვერც მილიარდერი, ქვეყანას ხელისუფლებაში განათლებული ადამიანების მოსვლა გადაარჩენს.

„სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ  ნიჭით სავსე ქვეყანაში ადამიანებს აზროვნება წაართვეს. მწერალს, მეცნიერს უთხრეს, დაჯექი სახლში, ფულს მოგცემ, არ მინდა შენი დაწერილიო. ეს კატასტროფაა. ფულის დარიგება ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული სულის, აზროვნების მკვლელობაა. ადამიანებს, ფული კი არა, შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება უნდა მისცე…

ქვეყანა ზანზარებდა ხოლმე, როდესაც მწერლები, მხატვრები, მსახიობები იკრიბებოდნენ. დღეს ვის აინტერესებს მათი აზრი? ეროვნული საყრდენი იყო უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი, მხატვართა კავშირი, მეცნიერებათა აკადემია და ა.შ. დღეს ვინ რას ეკითხება ამ ადამიანებს?! განა კატასტროფა არ არის, რაც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება?!“  – განაცხადა  „თეთრების“ ლიდერმა.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=41697

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *