(sazogadoeba) თემურ შაშიაშვილი: საქართველოში ვინც ყველაზე მეტად ილანძღება და სოციალური დემაგოგია ისინი იმარჯვებენ

12211337_758414214270250_1303112519_oთეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, ბოლო  25 წლის განმავლობაში საქართველოში ისინი იმარჯვებენ ვინც ყველაზე მეტად ილანძღება და ვინც  სოციალური დემაგოგია.

„მთავარი პარტიების საარჩევნო პროგრამა კი არ არის, რადგან ქაღალდზე ხშირად ყველაფერი კარგადაა გადმოცემული, მთავარია  პარტიებისა და  პოლიტიკოსების   ცხოვრების წესი,  მათი პოზიცია ამა თუ იმ ვითარებასა და დროში. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ პასუხი და როცა მათ პასუხი გაეცემა, საქართველოს მოსახლეობას არ გაუჭირდება შემდგომ ვინ უნდა  აირჩიოს.

თავის დროზე  ბატონი მიშა ქურდიანი   პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის შექმნის  ინიციატივით გამოვიდა.   რათა ხალხმა  პოლიტიკოსებზე ყველაფერი იცოდეს.   ყველამ იცოდეს , რომელ პოლიტიკოსს რა პოზიცია ეჭირა დამოუკიდებელი  საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. თუნდაც ესენგეში შესვლაზე,  თუნდაც  ნულოვან ვარიანტზე, როცა ყველაფერი ვაჩუქეთ სხვას და ეს მოქალაქეთა კავშირმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა…. რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა:  არ  ვიცოდი პრეზიდენტი თუ ასეთი იყოო. შემდეგ  იგივე სხვებზეც თქვა  … ქვეყანას თავაზობ წამყვან როლებზე ადამიანებს, ვისზეც არ   იცოდი , ეს როგორ შეიძლება?!“ – განაცხადა  „თეთრების“ ლიდერმა.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=41783

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *