(sazogadoeba) თემურ შაშიაშვილი: ჩემს პრესკონფერენციებზე რამდენიმე ტელევიზიის წარმომადგენლები დემონსტრატიულად ტოვებენ დარბაზს

news_71964„საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, პრესაც და ტელევიზიაც, მათი ძალიან დიდი ნაწილი მაინც…თითქმის ყველა ტელევიზიას ჰყავს თავისი ფავორიტი პარტიები,   პრეზიდენტობისა და დეპუტატობის კანდიდატები.”- ამის შესახებ  თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ტელევიზია მას უკვე წლებია ეთერში არ იწვევს და არც მის პრესკონფერენციებს აშუქებს.

„ ნორმალურ ქვეყანაში   ხალხი  არ დაუშვებდა  რომ  მედია ემსახურებოდეს  რომელიმე პარტიას,    ჩვენთან კი საარჩევნო პროცესი იწყება  ტელევიზიებისთვის ბრძოლით. ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესს.   ამიტომაა, ზოგიერთი ტელევიზია, წლები გავა არ მიმიწვევს თავის ეთერში. არის ტელევიზია, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ჩემი სახე არ უჩვენებია. ჩემს  პრესკონფერენციებზე  მათი წარმომადგენელი   დემონსტრატიულად  ტოვებენ დარბაზს. ..    როგორ შეიძლება ტელევიზიამ ,  რომელსაც აკვიატებულად გამოყავს ზოგიერთი პარტია ეთერში და ასევე აკვიატებულად არ გამოყავს ეთერში სხვა პარტიები, დემოკრატიული უწოდოს თავის თავს?! დემოკრატიული ტელევიზია, მოწონს-არ მოწონს ყველას უნდა აძლევდეს შენსს რომ თავისი მოსაზრება გამოხატვისა“

„თეთრების“ ლიდერის თქმით სამწუხაროდ,  საქართველოში ძირითადად  ტელევიზიები   ემსახურებიან ან დასავლეთს, ან რუსეთს  და  არ ემსახურებიან ქართულს.

„თუ თავისუფლების ინსტიტუტში, სოროსის ფონდში, ენდიაიში ხარ- გზა ხსნილი გაქვს სატყელევიზიო ეთერში. მაგრამ  თუ შენ  ხარ რეალური ქართული ,  გზა დაკეტილი გაქვს. ეს არის უსამართლო   გარემო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ქართული ძალები ვერ  გაიმარჯვებენ, თუ არ იქნება ქართველი ხალხი, ინფორმირებული ამის შესახებ. – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=41839

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *