(ინფო 1)ჩვენთან საარჩევნო პროცესი იწყება ტელევიზიებისთვის ბრძოლით

12204383_758415217603483_244978184_oსაქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, პრესაც და ტელევიზიაც, მათი ძალიან დიდი ნაწილი მაინც…თითქმის ყველა ტელევიზიას ჰყავს თავისი ფავორიტი პარტიები,   პრეზიდენტობის და დეპუტატობის კანდიდატები. – აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

„ ნორმალურ ქვეყანაში   ხალხი  არ დაუშვებდა  რომ  მედია ემსახურებოდეს  რომელიმე პარტიას,    ჩვენთან კი საარჩევნო პროცესი იწყება  ტელევიზიებისთვის ბრძოლით. ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესს.   ამიტომაა, ზოგიერთი ტელევიზია, წლები გავა არ მიმიწვევს თავის ეთერში. არის ტელევიზია, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ჩემი სახე არ უჩვენებია. ჩემს  პრესკონფერენციებზე  მათი წარმომადგენელი   დემონსტრატიულად  ტოვებენ დარბაზს. ..    როგორ შეიძლება ტელევიზიამ ,  რომელსაც აკვიატებულად გამოყავს ზოგიერთი პარტია ეთერში და ასევე აკვიატებულად არ გამოყავს ეთერში სხვა პარტიები, დემოკრატიული უწოდოს თავის თავს?! დემოკრატიული ტელევიზია, მოწონს-არ მოწონს ყველას უნდა აძლევდეს შენსს რომ თავისი მოსაზრება გამოხატვისა“

„თეთრების“ ლიდერის თქმით სამწუხაროდ,  საქართველოში ძირითადად  ტელევიზიები   ემსახურებიან ან დასავლეთს, ან რუსეთს  და  არ ემსახურებიან ქართულს.

„თუ თავისუფლების ინსტიტუტში, სოროსის ფონდში, ენდიაიში ხარ- გზა ხსნილი გაქვს სატყელევიზიო ეთერში. მაგრამ  თუ შენ  ხარ რეალური ქართული ,  გზა დაკეტილი გაქვს. ეს არის უსამართლო   გარემო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ქართული ძალები ვერ  გაიმარჯვებენ, თუ არ იქნება ქართველი ხალხი, ინფორმირებული ამის შესახებ. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *