“თეთრები” ულოცავს ჭადრაკის დედოფალს ნონა გაფრინდაშვილს იუბილეს

nonaდღეს საქართველოს უგვირგვინო დედოფლის, ჭადრაკში მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონის, საზოგადო მოღვაწის, გამორჩეული ქართველი ქალბატონის,  ნონა გაფრინდაშვილის იუბილეა.

“თეთრებს”, როგორც “სახალხო კრების” სუბიექტენს , გვქონდა  პატივი წლების მანძილზე გვეთანამშრომლა ქალბატონ ნონასთან –  “სახალხო კრების” უცვლელი თავმჯდომარესა და ლიდერთან. ქალბატონმა ნონამ ყველა ჩვენგანს პრინციპულობის, ღირსების, ვაჟკაცობის,  მამულიშვილობის დაუვიწყარი მაგალითი მოგვცა.

ჩვენ მოწიწებით ვულოცავთ ქალბატონ ნონას იუბილეს . ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიმხნევეს, ულევ ენერგიას და წარმატებებს როგორც სპორტულ არენაზე საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად, ასევე ქვეყნისთვის მეტად საჭირო საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *