(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ვიცი შეეცდებიან ჩვენს გასრესვას, მაგრამ მჯერა და მწამს – ღმერთი არ გაგვწირავს

a24169ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, წარმოშობით ქუთაისელმა, გაზეთ ” მამულის” დამფუძნებელმა, მანუჩარ კაჭახიძემ „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს წერილით მიმართა, რომელშიც გულისწყრომას გამოხატავს მშობლიურ ქალაქის დღევანდელობის გამო.

“სავარდო და სამაისო ქუთაისში, “გვირილობას” აღნიშნავენ. გუშინ აღმაშენებლის ხეივანი გაჩეხეს და პალმებით შეგვიფუთეს; მეფეთუბანში მრავალსართულიანი სახლით ნახევარ ქალაქს ბაგრატის მზეს უჩრდილავენ; გიმნაზიის ულამაზესს შენობას “ვენდის” უშენებენ წინ; ქალაქი საეჭვო და უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩებით გაივსო; ხვალ იქნებ ქუთაისს სახელიც გადაარქვან…მე მახსოვს, როცა ჯაჭვის ხიდის აღდგენაზე მუშაობდით, როგორ გადმოიღეთ საუკუნის წინანდელი სურათები არქივიდან და როგორი სიზუსტით არ დაუკარგეთ ისტორია ქალაქს. მე ის კი არ მიკვირს, რომ ჩემს ქალაქში ასეთ უაზრობებს ამკვიდრებენ ტრადიციის სახელით, – არამედ ჭკვიანი ხალხის, ქუთაისის მცოდნე ადამიანების, ჭეშმარიტი ქუთათურების დუმილი ამ სისულელეებისადმი.დიახ, მე თქვენ დუმილიც მაკვირვებს, ბატონო თემურ!“

მიმართვას თეთრების ლიდერმა ღია წერილით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია:

„მე კი ის მიკვირს, რომ თქვენ გგონიათ , ვდუმვარ…თუმცა ზოგჯერ “დუმილი რეკავს” ხალხი დაამშიეს და დააუძლურეს… მდიდართა კასტა შექმნეს… საქართველო კარგავს ეროვნულ დამოუკიდებლობას და რჩება უბრალოდ დამოუკიდებელ ქვეყნად დაკარგული ტერიტორიებით. ჩვენი კატასტროფა წარსულის უარყოფაშია,რადგან ვინცნწარსულს უარყოფს წარსულში ცხოვრობს მომავლის გარეშე… ჩვენ ვაღიარებთ, რომ გლობალიზაცია სამყაროსა და კაცობრიობის განვითარების ობიექტური მოვლენაა და მისი შეჩერება არვის ძალუძს,მაგრამ ძლიერთ შეუძლიათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. ჩვენ კი ძლიერი ქვეყანა ვართ,ძლიერი ხალხი.ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და მუდმივად ცივილიზაციის მწვერვალზე უნდა ვიდგეთ! საქართველოს ბედი დღეს მის ყოველ კუთხე -კუნჭულში წყდება,როგორც იტყვიან,ყოველ ოჯახში და ყოველ ქართველში,მაგრამ ასე მგონია,რომ ქუთაისის , იმერეთის,დასავლეთ საქართველოს როლი არასდროს ყოფილა ისეთი დიდი და მეტყველი,როგორიც დღეს არის. ჩვენთვის მთავარია ისტორიით დადასტურებული დავით აღმაშენებლის განწყობა:ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი და ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე – ძლიერი საქართველო!“ სწორედ ამიტომ ვიყრიდი კენჭს,ჩემო მეგობრო , ქუთაისის მერად…ეს ბევრმა იცოდა,მაგრამ ხელისუფლების შიშით, მისთვის გუნდრუკის ქნევით სკამის შენარჩუნების, თუ მოპოვების მიზნით, სოროსს დაუჭირა მხარი…“

თავის მიმართვაში „თეთრების“ ლიდერი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უდიდეს როლს უსვამს ხაზს და მათ ერის უდიდეს ინტელექტუალურ სიმდიდრეს უწოდებს „სწორედ მათ იციან ნამდვილი ბამერიკა,ნამდვილი ევროპა,ნამდვილი რუსეთი ,სწორედ მაშინ საქართველოში დარჩენილთა დიდი იმრავლესობა ჯერ კიდევ ილუზიებში და ილუზიებით ცხოვრობს:ქვეყნის გარეთ ეძებს პატრონსა და მხსნელს“

„თეთრების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გაცხადდება დიდი ქართული პოლიტიკური გუნდის შექმნის დაწყების პროცესი. „ვიცი შეეცდებიან ჩვენს გასრესვას,მაგრამ მწამს და მჯერა – ღმერთი არ გაგვწირავს.“

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=42187

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *