ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს…

 

a1212დღეს  ფაშიზმზე მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის გამარჯვების წლისთავია. 

 ჩვენ ვულოცავთ   სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს ვეტერანებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

“თეთრების” პოლიტიკური საბჭოს წევრებმა ეს დღე  ტრადიციულად გამარჯვების პარკში აღნიშნეს. მათ ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ხოლო შემდეგ ვეტერანებს შეხვდნენ და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს.

“საამაყოა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,  რომ  ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი   წვლილი შეიტანეს,  ჩვენ სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ,   – აღნიშნა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა,  – ქედს ვიხრით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სიცოცხლის ფასადაც მოვიდა ეს გამარჯვება და მადლიერნი ვართ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ.  ამ ადამიანებს განსაკუთრებული გაფრთხილება და დაფასება სჭირდებათ.

 ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არსებობს ცივილიზებული ერი, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ზნეობრივი მოაზროვნე პლანეტაზე, ვინც არ აღიარებს სტალინის განსაკუთრებულ როლს ამ გამარჯვებაში. ჩვენში, მის სამშობლოში, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გარე მასონურ ძალთა მხარდაჭერის, ფინანსების  მოპოვების მიზნით,  უარყოფენ იმას, რისი უარყოფაც არ შეიძლება. ბევრი მათგანისთვის,  სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა გაიგივებულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლასთან. სინამდვილეში ისინი ვერც სტალინს ებრძვიან და ვერც რუსეთს. მაგრამ საქართველოს რომ ებრძვიან, ჩემთვის ეს ოდნავაც არ არის საკამათო. 

სტალინმა გაუძლო ფაშიზმსაც, მის პირად  მოწინააღმდეგეებსაც, და დროსაც. სწორედ დრომ დაადასტურა სტალინის დიდი როლი ფაშიზმის დამარცხებაში და გერმანელი ერის სიძლიერეზე ლაპარაკობს ის, რომ მათ არ უჭირთ ამის აღიარება”.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *