(რეპორტიორი) ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს

news_71964“საამაყოა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს, – განაცხადა თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც გამარჯვების დღეს ტრადიციულად ვაკის პარკში შეხვდა.

„ჩვენ სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ, ქედს ვიხრით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სიცოცხლის ფასადაც მოვიდა ეს გამარჯვება და მადლიერნი ვართ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ. ამ ადამიანებს განსაკუთრებული გაფრთხილება და დაფასება სჭირდებათ“

ამავე დროს მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სტალინის როლს ფაშიზმზე გამარჯვებაში.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არსებობს ცივილიზებული ერი, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ზნეობრივი მოაზროვნე პლანეტაზე, ვინც არ აღიარებს სტალინის განსაკუთრებულ როლს ამ გამარჯვებაში. ჩვენში, მის სამშობლოში, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გარე მასონურ ძალთა მხარდაჭერის, ფინანსების მოპოვების მიზნით, უარყოფენ იმას, რისი უარყოფას არ შეიძლება. ბევრი მათგანისთვის, სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა გაიგივებულია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლასთან. სინამდვილეში ისინი ვერც სტალინს ებრძვიან და ვერც რუსეთს. მაგრამ საქართველოს რომ ებრძვიან, ჩემთვის ეს ოდნავაც არ არის საკამათო. სტალინმა გაუძლო ფაშიზმსაც, მის მოწინააღმდეგეებსაც, და დროსაც. სწორედ დრომ დაადასტურა სტალინის დიდი როლი ფაშიზმის დამარცხებაში და გერმანელი ერის სიძლიერეზე ლაპარაკობს ის, რომ მათ არ უჭირთ ამის აღიარება”. – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *