თემურ შაშიაშვილი: „ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმი   – ქართული პოლიტიკური გუნდის შექმნაშია“

 

 12204348_758414210936917_607775271_oმძიმე რეალობაზე საუბრისაგან თავი შევიკავეთ აღდგომის ბრწყინვალე დღეებში. დღეს, როცა ფიქრობ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე,  თუ ძლიერი არ ხარ, სასოწარკვეთილობაში   და   დეპრესიაში  გადავარდები. – აცხადებს „თეთრების“  ლიდერი თემურ შაშიაშვილი,  – პიკს მიაღწია ქვეყნის დამანგრეველმა  ორმა ტენდენციამ: მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიღარიბე-გაჭირვებამ და ერთი მუჭა პოლიტიკით გამდიდრებულთა კასტის გაუმაძღრობა-თავხედობამ.

შემაძრწუნებელია, რომ  დაპირისპირება და ურთიერთლანძღვა პოლიტიკაში დამკვიდრების, სკამის შენარჩუნების თუ პოლიტიკური დივიდენდების  მოპოვების იარაღად იქცა. ქვეყანაში გაბატონებულმა სიღატაკემ კი ხმებით ვაჭრობა  ააყვავა.   კატასტროფაა ხმის მყიდველიც და ხმის გამყიდველიც…ამაზე დიდი ეროვნული ღალატი არ არსებობს.

შექმნილ ვითარებაში „თეთრების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებაც საუბრობს.

„სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ ქვეყანაში დამანგრეველი განწყობის პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკოსებს, ტელევიზიებსა და ჟურნალისტებს აძლევს აქტიურობის, ხალხზე გავლენის გაძლიერების საბაბს.  მინდა ვიფიქრო, რომ ეს მას პოლიტიკური გამოუცდელობით მოსდის. ცუდია, რომ ყველაფერი  ეს არჩევნების წინ ხდება და თუ სერიოზული განწყობის გუნდი არ შეიქმნა, განწირული ვართ და დაღუპვა რას ნიშნავს არჩევნების მერე ვნახავთ.

ამ ვითარებაში,ეროვნული და  პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი ძირითადში პოლიტიკურ პარტიებს გარეთ მყოფი პოლიტიკური ხედვის ზნეობრივი ადამიანებით შექმნილი ქართული პოლიტიკური გუნდი შეიძლება იყოს.

მოქმედების დროა!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

„თეთრების: პრეს-ცენტრი

10.05.2016

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *