(ალია) თემურ შაშიაშვილი: ტარიელ ონიანის გუნდი ამ არჩევნებზე ძალიან სერიოზულად ემზადება პარლამენტში შესასვლელად!”

get_imgპარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს,რ ომ მომავალი არჩევნებისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური შულერები ემზადებიან პარლამენტში შესასვლელად, არამედ ქურდების მიერ კურთხევამიღებული პოლიტიკური სუბიექტები. რას გულისხმობს და რასთან გვაქვს საქმე, გაზეთ ალიას თავად თემურ შაშიაშვილი ესაუბრება

 – ბატონო თემურ, მოდით ვისაუბროთ, კონკრეტული ფაქტებით და ეს თემა ცოტა უფრო გავშალოთ

– დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს პოლიტიკაში აღარ არის ელემენტარული წესიერება და მივიღეთ ზნეობის დეფიციტი.

ამის გამო ძალიან ბევრი განათლებული და პატიოსანი ადამიანი დაჯდა სახლში, ან საერთოდ წავიდა საქართველოდან. ვინც ქვეყანას არ სჭირდება,. მათ აქვთ ძალაუფლება, ვინც სჭირდება, ისინი ჩრდილში არიან. მე ვთვლი, ვინც დღეს ზის სხვის სკამზე, არის პოლიტიკური ქურდი, შენ მოიპარე სკამი, შენ მოიპარე საარჩევნო ხმები და ა.შ, ბოლო დროს დიდი ომი და თაღლითობა მიდის, ინტერნეტში ხუთი ექვსი  პარტიაა, რომლების ვებგვერდებზეც საერთოდ არავინ შედის, მაგრამ ხალხს ქირაობენ და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს მთელი საქართველო მათზე ლოცულობს. ჩემთანაც მოვიდნენ ვიღაცეები, და მითხრეს, გადაიხადე ფული, ჩვენ შენს ვებ.გვერდზე ვაჩვენებთ, რომ ყოველდღიურად 400-500 კაცი შემოვა. ეს რაში მჭირდება მეთქი? თუ  საარჩევნოდ ფულის მოპოვება  გინდათ, ვისთანაც საქმე გექნებათ, იმას აჩვენებთ, ნახე, ჩემს საიტზე რა ამბავია, ლამის ნახევარი საქართველო მხარს მე მიჭერსო უარი ვუთხარი, ეს არის ბლეფი. მაგალითად, „ნაცმოძრაობა“ აჩვენებს, რომ მათ ვებგვერდზე დღეში შედის ათასი კაცი და არიქა, გაიმარჯვებს არჩევნებში, ყველაფერი ჩაწყობილია, ქვეყნის გადარჩენაზე გაქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრობ და ყველაფერს ყიდულობ!?!

dfs

ერთ ნაცნობს ვეკითხები, რომელი პარტიაც მოვიდა ხელისუფლებაში ყველგან იყავი და დღესაც  ხარ  არ დაიღალე მეთქი? ეს ადამიანი  მუდმივად საარჩევნო შტაბებშია და იცით, რა მიპასუხა? მე ერთ არჩევბნებზე იმდენს ვშოულონ, წლიდან წლამდე, მყოფნისო,. ესე იგი ,  საქართველოში შეიქმნა გაპარლამენტარების ფაბრიკები და ასე შემდეგ, მეტსაც გეტყვით, ვინც ბიძინა ივანიშვილმა  შეიყვანა პარლამენტში,ყველა სხვის სკამზე ზის. ეს პროცესი დაიწყო შევარდნაძემ, განავითარა სააკაშვილმა და ახლა უფრო გაძლიერდა . იცით, „ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარებად ვის ეძებენ? ვისაც დიდი ფული აქვს ნაშოვნი  მოსახლეობის ხარჯზე. ალბათ ნორმალური ადამიანი იკითხავს, თუკი ადამიანს ბევრი ფული აქვს, დეპუტატობა რაღაში სჭირდება?!” იმაში, რომ უკონტროლო გახდეს და საკუთარ ბიზნესს გაუწიოს ლობირება. მეტი არაფერში, შედეგად, ვიღებთ რას? მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა , ღარიბი უფრო გაღარიბ და. ხალხს ეგონა უკიდურესად . ხალხს ეგონა, უკეთესად იცხოვრებდა და რაც დრო გადის, უფრო უარესად  ცხოვრობს,ეს რეალობაა.  ახალს არაფერს ვიგონებ, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებში,. მით მეტი კორუფცია იქნება ქვეყანაში. მე გაოცებული ვარ, გამოდის  ჩვენი პრემიერ-მინისტრი და იძახის,. საქართველოში კორუფცია არ არისო. კვირიკაშვილის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი მაგრამ უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს აზრზე არ არის, რა ხდება ქვეყანაში. პრემიერს მივმართავ, ჯერ მარტო ჭიათურა-ზესტაფონის  ბაზაზე შექმნა სააკაშვილის სისტემა, რომელუითაც უსაზღვროდ გამდიდრდა მისი გარემოცვა მოვიდა  ახალი ხელისუფლება და ეს ბუდე ვერ მოშალა, პირიქით, შუალედური ფირმები შექმნა. ვინ არის ამ 3 ფირმის ხელმძღვანელი? პრემიერ-მინისტრი რომ იყო სააკაშვილის დროს ცოტა ხნით გეგა მგალობლიშვილი – მისი ძმა აიწყვეს ცხოვრება, გაანაწილეს ზესტაფონ მერაბ სამადაშვილის ხელშია, დაღუპა და დააქცია ეს რაიონი სამი რაიონი დღეს მაფიის ხელშია.  აბა ეს რა არის, თუ არა ქურდობა? ვისი იყო თავის დროზე ფეროშენადნობი ქარხანა? იყო „მხედრიონის“, იყო ტარიელ ონიანის, დღეს იქ არიან  პოლიტიკური ქურდები. დარჩნენ „მხედრიონელებიც“ და ონიანსაც აქვს ხელი ჩაყოფილი!

 – ტარიელ ონიანი ისევ ამ საქმეშია?

– რა თქმა უნდა, ონიანი გინდა ციხეში ყოფილა,  გინდა რა მნიშვნელობა აქვს? სააკაშვილი მითებს გვიყვებოდა, ქურდების ეპოქა  დავამთავრეო, რომელი ქურდების ეპოქა  დაამთავრა? უბრალოდ, ყველას შეეკრა და ყველა გააუქმა. მეტსაც  გეტყვით, ამ არჩევნებზე ძალიან სერიოზული გუნდი ემზადება პარლამენტში შესასვლელად, რომელსავ ჰქვია ტარიელ ონიანი გუნდი. მეტს აღარ დავაკონკრეტებ.

 – რომელიმე  კონკრეტული პარტიაა?

– ეს ხალხი პარტიებშია გაბნეული. ონიანის დაბადების  დღეებზე რომ თამადობდნენ, ასეთები დღეს პატრიოტობაზე  ლაპარაკობენ.

 – ბატონო თემურ, ეს უკვე სასკანდალო თემაა და თანაც სერიოზული ბრალდება.

– ეს რაელობაა და მე მგონი ბევრი ხვდება უკვე თუ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, აგერ ghjეუბნება, აგერ მამალ ნაციონალებს ე.წ. ბიზნესმენებს. დასდევენ  , მოდით კენჭი იყარეთ რაიონებში  მაჟორიტარებადო.  თუ ახლა კიდევ დაასახელებენ, რეგიონებში ისეთ  პიროვნებებს, რომლებმაც ფული იშოვეს პოლიტიკით ხალხის ხარჯზე, ქვეყანაც დაიქცევა ბიზნესიც და მოსახლეობაც. კიდევ ვიმეორებ, ასეთებს ეძახიან , სთავაზობენ  რამდენიმემ პირადად მითხრა, ბატონი ბიძინა შემხვდა და მითხრა, ბატონი ბიძინა შემხვდა და მითხრა, კენჭი იყარეო, მისმა ძმამ მითხრაო, მისი გარემოცვიდან მითხრესო, არ მინდა რომ დავიჯერო ბიზნეს-ინტერესების მქონე ადამიანი არ  უნდა იყოს პარლამენტში. ეს არის ელემენტარული რამ. დეპუტატი უნდა გახდეს ისეთი ადამიანი, რომელიც  ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. .. ყველა პარტიის განცხადება  წვეთი წყალივით გავს ერთმანეთს, ყველა იწყებს , ახალ ეპოქას, თურმე დამთავრებულა ვიღაცის დრო.  ახლა მისი მოსვლით უნდა  დაიწყოს ახალი წელთაღრიცხვა.  გაიხედ-გამოიხედოს თავის გარემოცვაში დააკვირდეს, და მიხვდება, რომ ის ახალ ეპოქას ვერ დაიწყებს. მოვლენ  გპირდებიან  მილიონ სამუშაო ადგილს, მილიონი ადამიანი მიდის საქართველოდან სამუშაოდ უცხოეთში, დაგვპირდებიან ახლა სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ   უნდა წავიდეთო, მივდივართ უარეს სიღარიბეში.  ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა , ვინც გაიმარჯვებს, ორი წლის შემდეგ უნდა ჩავუტარიოთ ნდობის რეფერენდუმი, თუ ვერ გაამართლა, გადავირჩეთ და მოვა სხვა. რა გამოდის, ერთხელ მომატყუე და მერე მთელი 4 წელიწადი უნდა გელოდო? თუ მაგრები არიან, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს ეს წინადადება, შევთანხმდეთ, ვინც არ  უნდა გაიმარჯვოს, ორი წლის შემდეგ ვიბარებთ ანგარიშს და ვატარებთ ნდობის რეფერენდუმს

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *