(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: დანიშნული დეპუტატების სამარცხვინო ეპოქა უნდა დასრულდეს

 

fg“თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ბელადების ხათრით დეპუტატების არჩევა თუ დანიშვნის მავნე პრაქტიკა საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს.

„დამოუკიდებელ საქართველოში ვირჩევთ არა ძლიერ პოლიტიკოსთა პარლამენტს, არამედ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეულ პარლამენტს,. აცხადებს თეთრების ლიდერი, – ზვიად გამსახურდიასადმი ნდობის გამო აირჩიეს მისი ბლოკის დეპუტატთა 90 პროცენტი…შევარდნაძის გამო, შემდეგ სააკაშვილის და ბოლოს ივანიშვილის გამოა არჩეული დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ პარლამენტთა წევრები. ეს კატასტროფაა. კატასტროფაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში „ბელადების ხათრით“ არჩეულ დეპუტატთა 50-60 პროცენტმა ისე დაამთავრა სადეპუტატო საქმიანობა, რომ ხალხს საკუთარი თავიც კი ვერ გააცნო. კატასტროფაა, რომ ეს გრძელდება: ახალი პარლამენტის 80 პროცენტს არც ეხლა იცნობს ხალხი“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *