“თეთრების” პოლიტსაბჭო გმობს კორცხელში მომხდარ ინციდენტს

531170_150423438427843_648704234_n

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო გმობს 22 მაისს, კორცხელში შუალედური არჩევნების დროს  “ქართული ოცნებასა” და “ნაციონალური მოძრაობას” შორის მომხდარ ინციდენტს.

მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობის ძალადობრივი ფორმით წარმართვა. ჩვენ მუდამ ხაზს ვუსვამდით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი უბედურება ქუჩის პოლიტიკა და პოლიტიკაში აზროვნების ნაცვლად ემოციის გაბატონებაა. თუ რა ზარალი მოუტანა ქვეყანას ქუჩის პოლიტიკამ და ქუჩის პოლიტიკოსებმა კარგად ვნახეთ ბოლო წლების მანძილზე.

„ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიანმა ძალადობრივმა მმართველობამ ქვეყანაში სწორედ ამგვარი ურთიერთობის სტანდარტები დაამკვიდრა, ხოლო ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ და სამართლიანობის აღდგენის პროცესის უსასრულოდ გაჭიანურებამ ხალხში შექმნა სამართლებრივი ვაკუუმის  განცდა,    დაუსჯელობის და დაუცველობის შეგრძნება/.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა პროვოკაციული ხასიათი,  მიგვაჩნია, რომ ძალადობის ენაზე საუბარი და ფიზიკური ანგარიშსწორება თუნდაც მათი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ სრულიად მიუღებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პირუთვნელად გამოიძიოს ეს ინციდენტი და მომავალში დროულად  აღკვეთოს მსგავსი ფაქტები. მით უფრო რომ ქვეყანა აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში გადადის და დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო  გარემოს შექმნა.

 

პოლიტიკური პარტია „თეთრების“

გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

23.05.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *