(საზოგადოება) ზურაბ ხასია:„ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიანმა ძალადობრივმა მმართველობამ ქვეყანაში სწორედ ამგვარი ურთიერთობის სტანდარტები დაამკვიდრა

12211239_758415214270150_1708277040_oპარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო გმობს გუშინ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს  “ქართული ოცნებასა” და “ნაციონალური მოძრაობას” შორის მომხდარ ინციდენტს. ამასთან დაკავშირებით განაცხადა „თეთრების“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ ხასიამ. დღეს გავრცელებულ მის განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობის ძალადობრივი ფორმით წარმართვა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი უბედურება ქუჩის პოლიტიკა და პოლიტიკაში აზროვნების ნაცვლად ემოციის გაბატონებაა. თუ რა ზარალი მოუტანა ქვეყანას ქუჩის პოლიტიკამ და ქუჩის პოლიტიკოსებმა კარგად ვნახეთ ბოლო წლების მანძილზე. „ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიანმა ძალადობრივმა მმართველობამ ქვეყანაში სწორედ ამგვარი ურთიერთობის სტანდარტები დაამკვიდრა, ხოლო ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ და სამართლიანობის აღდგენის პროცესის უსასრულოდ გაჭიანურებამ ხალხში შექმნა სამართლებრივი ვაკუუმის განცდა, დაუსჯელობის და დაუცველობის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვემთვის ცნობილია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა +პროვოკაციული ხასიათი, მიგვაჩნია, რომ ძალადობის ენაზე საუბარი და ფიზიკური ანგარიშსწორება თუნდაც მათი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ სრულიად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პირუთვნელად გამოიძიოს ეს ინციდენტი და მომავალში დროულად აღკვეთოს მსგავსი ფაქტები. მით უფრო რომ ქვეყანა აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში გადადის და დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა“ .

წყარო:http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=42841

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *