(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: რაც უფრო მეტად კარგავს სააკაშვილი პერსექტივას უკრაინაში, მით უფრო საშიში და აგრესიული ხდება ის საქართველოსთვის

1371640823_temuri_shashiashvili_2რაც უფრო მეტად კარგავს სააკაშვილი პერსექტივას უკრაინაში, მით უფრო საშიში და აგრესიული ხდება ის საქართველოსთვის, – ამის შესახებ პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს.

„დღეს ოდესაში, მთელს უკრაინაში სააკაშვილი ყველასგან მოძულებული ფიგურაა, მას უკრაინაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს და რაც უფრო მეტად კარგავს პერსპექტივას უკრაინაში, მით უფრო საშიში და აგრესიული ხდება ის საქართველოსთვის. საჭიროა ამის დანახვა,” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა კი სააკაშვილისთვის სასიკეთოდ მუშაობს.

“დღევანდელი ხელისუფლება, პირადად ივანიშვილი, ლამისაა ყოველ თავის გამოსვლაში სააკაშვილის სახელს ახსენებენ, მასზე აკეთებენ აპელირებას, რითაც რეალურად თითქოს ამერიკული პიარჯგუფების საუკეთესო ტრადიციის მიხედვით სააკაშვილისთვის სასიკეთოდ მუშაობენ,” – აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა.

მისი თქმით, თავის დროზე ივანიშვილმა სააკაშვილი მიწაზე კი დაანარცხა, მაგრამ მისი პოლიტიკური დამარხვა არ შედგა.

„პოლიტიკურად სააკაშვილი, მკვდარია და დასრულებული. ის იქცა პოლიტიკურ ლეშად. პოლიტიკურ ლეშს ბრძოლა კი არა დასაფლავება უნდოდა! ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა კიევსა და ოდესაში ყოფნამ…ჩვენ შეგვეძლო ეს ავანტიურისტი და დესტრუქციული ადამიანი აგვეცილებია ჩვენი მეგობარი ქვეყნისათვის – უკრაინისათვის!“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=42862

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *