ჩვენთვის, 26 მაისი უპირველესად, თავისუფლებისათვის უკომპრომისო ბრძოლის დღეა

zz

დღეს 26 მაისია. ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი თარითი – დამოუკიდებლობის აღდგენის დღე., არ არსებობს ერი, რომელიც არ მიილტვოდეს თავისუფლებისაკენ. მით უფრო 26 საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე საქართველო, რომელიც ცივილიზაციის სათავეებთან იდგა. რომელსაც მუდამ  პატივს სცემდნენ უდიდესი იმპერიებიც,. რომელმაც დიდგორით გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია…

ბედის მუხანათობით ორი ასეული წლის განმავლობაში იმპერიის კოლონიად ქცეული ჩვენი ქვეყანა ერთი წუთითაც არ შერიგებია დამოუკიდებლობის დაკარგვას. ყოველი დღე იყო შეურიგებლობა  დამპყრობთა მიმართ და თავისუფლებისაკენ ლტოლვა.

26 მაისი ჩვენი დიდი ოცნების აღსრულებიდ დღეა! 26 მაისი ქართული თავისუფალი სულის გამარჯვების დღეა. 26 მაისი ჩვენი მუდმივი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის დღეა. და რა სავალალოა, რომ იგივე თარიღი ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და სამარცხვინო თარიღად იქცა.

არა მტერმა, არა მომხდურმა, არამედ მან, ვინც თავად იყო მოწოდებული  დაეცვა საკუთარი მოქალაქეები, სისხლში ჩაკლა მათ  სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.ა ხუთი წლის წინ , სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი წარმოუდგენელი სისასტიკითა და ცინიზმით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს. ხუთი წლის წინ,  ამ ნათელ თარიღს სამარადჟამოდ დააჩნდა სისხლიანი დამღა..

26 მაისი  ჩვენთვის,  იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ იდგა,  უპირველესად თავისუფლებისაკენ სწრაფვის დღეა, თავისუფლებისათვის უკომპრომისო ბრძოლის დღეა. თავისუფალი სულის გამოვლინებისა და უტეხობის დღეა და ასეთად დარჩება მუდამ. „თეთრები“ განსაკუთრებით  ვამაყობთ, რომ სწორედ  ჩვენი პარტიის ლიდერი იდგა ტრიბუნასთან დარბევის დაწყებისას.   პირველი უმძიმესი დარტყმაც სწორედ მან მიიღო.  .

„თეთრები“26 მაისს  ტრადიციულად აღვნიშნავთ ხალხში და ხალხთან ერთად. ამ დღეს ვიზეიმებთ, ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამემამულე, ამავე დროს პატივს მივაგებთ 5 წლის წინ  თავისუფლებისათვის და დემოკრატიისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულ  ჩვენს  თანამებრძოლებს, რომელთა შორის პარტია „თეთრების“ წევრი ვალიკო ასათიანი იყო.

ამავე დროს  მიგვაჩნია, რომ არა ტანკებისა და იარაღის დემონსტრაციაა საქართველოს თავისუფლების და სიძლიერის განმსაზღვრელი, არამედ ქართული ცნობიერების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება,  რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი ხალხის სამსახურს ყველაზე მაღლა აყენებს. ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს, მაშინ იქნება ის რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი.

 

პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

  1. მაისი 2016

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *