(sazogadoeba) ზურაბ ხასია: ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს, მაშინ იქნება ის რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი

12210924_758414234270248_2023373553_o (1)დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „თეთრების“ პოლიტსაბჭოს სახელით გენერალურმა მდივანმა ზურაბ ხასიამ განცხადება გაავრცელა. რომელშიც ნათქვამია:

„26 მაისი ჩვენი მუდმივი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის დღეა. და რა სავალალოა, რომ იგივე თარიღი ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და სამარცხვინო თარიღად იქცა.

ხუთი წლის წინ, სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი წარმოუდგენელი სისასტიკითა და ცინიზმით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს. ხუთი წლის წინ, ამ ნათელ თარიღს სამარადჟამოდ დააჩნდა სისხლიანი დამღა…

„თეთრები“ 26 მაისს ტრადიციულად აღვნიშნავთ ხალხში და ხალხთან ერთად. ამ დღეს ვიზეიმებთ, ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამემამულე, ამავე დროს პატივს მივაგებთ 5 წლის წინ თავისუფლებისათვის და დემოკრატიისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულ ჩვენს თანამებრძოლებს, რომელთა შორის პარტია „თეთრების“ წევრი ვალიკო ასათიანი იყო.

ამავე დროს მიგვაჩნია, რომ არა ტანკებისა და იარაღის დემონსტრაციაა საქართველოს თავისუფლების და სიძლიერის განმსაზღვრელი, არამედ ქართული ცნობიერების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი ხალხის სამსახურს ყველაზე მაღლა აყენებს. ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს, მაშინ იქნება ის რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=42918

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *