(reportiori) თემურ შაშიაშვილი: 26 მაისზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს!

shhhh2011 წლის 26 მაისს „ნაციონალების” ხელისუფლებამ  განხორციელა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა, რომლის მიზანი იყო აქტივისტების დასჯა, დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება. ყოველწლიურად  თავისუფლების მოედანზე, სადაც მოხდა მათი დარბევა აქციაში მონაწილეები იკრიბებიან. „რეპორტიორის” გადამღებ ჯგუფთან პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი იხსენებს ხუთი წლის წინანდელ მოვლენებს.

„უმჯობესია, 26 მაისს ვიხსენებდეთ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.  2011 წლის  26 მაისს, რომელსაც ჩვენ ტრაგიკულს ვუწოდებთ,  დაამტკიცა, რომ  დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დღე იყო. ერთი მხრივ, ეს ფაქტი არის სახელისუფლებო თავხედობის და მეორე მხრივ, ხალხის მართლაც არნახული განწყობის დღე. ღირსებით სავსე ადამიანების დღე, არამარტო მათთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა აქციაში,  არამედ მათიც, ვინც მხარს უჭერდა და მიაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა მიეღო სამხედრო აღლუმი მიეღო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მიატოვა ჯარისკაცები და მიწაზე ფორთხავდა.

ქვეყანა დგას განათლებაზე, კულტურაზე, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ჯარზე, ეკონომიკაზე. მიმდინარეობს ყველაფრის შეურაცხყოფა, რომელიც განსაკუთრებულად ჯარს მიაყენეს. ჯერ სააკაშვილის მსგავსი მთავარსარდალი ჰყავდათ, ახლა მინისტრი ჰყავს, რომლის ქმარიც ამბობს, რომ შვილს ვერ მოუწოდებს, სამშობლოსთვის დადოს თავი. ეს ტრაგედიაა.

საქართველოში ვითმენთ იმას, რისი მოთმენაც არ შეიძლება. „მერე რა” – ეს არის დამღუპველი ფორმულა. მერე რა, რომ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა…  მერე რა, რომ ასეთი მინისტრები გვყავს… მერე რა, რომ ეს მოხდა… მერე რა, რომ ვიღაცა მოკვდა…

რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო. 26 მაისზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის პირველ პირს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი სხვა დანაშაულის გამო უნდა იჯდეს ციხეში”,– განაცხადა შაშიაშვილმა. 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *