(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას სჭირდება ჭკვიანი და კანონშემოქმედი პარლამენტი -+

 

news_86075პარტია „თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება კანონშემოქმედი  პარლამენტი, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.  ამის შესახებ შაშიაშვილმა „რეპორტიორს” განუცხადა.

“გავერთიანდეთ , თუ ბოდიში მოვიხადოთ და გადავდგათ რეალური ნაბიჯები ეროვნული თანხმობის პროფესიული,ეროვნული და ზნეობრივი პარლამენტისაკენ?”

“თეთრების” პოზიცია 1-ელ ივნისს გაცხადდება.

 „ქვეყანა სავსეა ჭკვიანი ადამიანებით. დღეს არის საჭირო დიდი ქართული ერთობა.  პარტიები გამოდიან გაერთიანების სურვილით, მაგრამ მე, მაგალითად, ყველა ლიდერის გვარ-სახელი ერთად რომ წავიკითხო და ვინმემ მითხრას, ესენი პარლამენტში შედიანო, შემეშინდება. პარტიებს გარეთ უფროა ხალხი, ვინც  სჭირდება საქართველოს და პარლამენტს დღეს. პარტიები კი არ გავვერთიანდეთ, მოვერიოთ ერთხელ საკუთარ თავს და ვთქვათ, რომ საქართველოს რეალურად სჭირდება ეროვნული თანხმობის პარლამენტი.

 ჩვენ აქამდე გვყავდა ამბიციებით სავსე, მოლაპარაკე პარლამენტები. საქართველოს ეს კი არა, სჭირდება კანონშემოქმედთა პარლამენტი.  ჭკვიანი და განათლებული ადამიანების შექმნილი  პარლამენტი  დაამშვიდებს, დააწყნარებს და კარგად წაიყვანს  ქვეყნის საქმეს”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=9708

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *