(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის მომავლისთვის მთავარია კანონშემოქმედი პარლამენტი

news_83318პარტია „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა. შაშიაშვილის აზრით, საქართველოს მომავალს ესაჭიროება არა პარტიათა კოალიციები, არამედ ეროვნული ერთობის და კანონშემოქმედი პარლამენტი, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის განვითარებას.

„ქვეყნის მომავლისთვის მთავარია არა პარტიათა კოალიციები, არამედ მათი თანამშრომლობა ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის, პიროვნებათა პარლამენტისთვის, განსხვავებული ერთობის პარლამენტისთვის. ქვეყანას სჭირდება არა მოლაპარაკე პარლამენტი, არამედ კანონშემოქმედი პარლამენტი”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=10222

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *