(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი : ვლაპარაკობთ ერთობაზე და პარტიები დავყავით კვალიფიციურებად და არაკვალიფიციურებად

temuri„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, პარტიების დაყოფა კვალიფიციურებად და არაკვალიფიციურად სერიოზულად აზარალებს სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„სიტყვით ვლაპარაკობთ ერთობაზე და პარტიები დავყავით კვალიფიციურებად და არაკვალიფიციურებად. ხელისუფლებას ვინც აწყობს, ეხმარება ყველაფრით:  ხალხის ფულით დაწყებული, სახელისუფლებო რესურსით დამთავრებული. ვინც არ მოსწონს, ებრძვიან ყველა ფორმით და  ცდილობენ მათ გამარგინალებას. დამაფიქრებელია „ქართული ოცნების“ ცალკეულ ლიდერთა მხარდაჭერის განცხადებები კოალიციაში შემავალი პარტიების და თქვენ წარმოიდგინეთ, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა და, განსაკუთრებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალების“ წარმოჩენა, დანარჩენების, განსაკუთრებით კი ეროვნული განწყობის პოლიტიკური ძალების იგნორირების გზით“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი,

მისი თქმით,სამართლიანობა ვერ იქნება, თუ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ექნება ერთნაირი სასტარტო მოედანი. ამავე დროს, თეთრების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ მიღწევად აფასებს იმას, რომ საქართველოში პირველად პარტიები არჩევნებზე მიდიან დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოალიციების გარეშე. ანუ ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *