საქართველო დღეს ჩამოყალიბდა ფულისუფლების ქვეყნად .

1371640823_temuri_shashiashvili_2„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით,  საქართველო დღეს ჩამოყალიბდა ფულისუფლების ქვეყნად .

„ დღეს რეალურად საქართველო არის ერთი სინდიკატი, რომელიც უჭირავს ხელში ასამდე ბანკირს,   რომლებიც უზომოდ გამდიდრდნენ და მართავენ ქვეყანას. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.. –   15 მილიარდი აქვს გატანილი საქართველოს ბანკიდან   იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და ჩადებულია 300 მილიარდი ქონება. დავფიქრდეთ, ბატონებო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ არა დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის მდიდარ ბანკირთა ხელში. დღეს ეს პიროვნებები ძალიან სერიოზულად არიან მობილიზებული. რომ შეინარჩუნონ საბანკო  ხელისუფლება ქვეყანაში, და მომართულნი არიან, რომ ისევ ბატონობდნენ ხალხზე. ფულს მაშინ აქვს ძალა,  როცა ის პროგრესს ემსახურება.  მაგრამ როცა ფული ხალხის მორჩილებაში მოყვანისათვისაა გამოყენებული, ეს უკვე სიბნელეს ნიშნავს და მე რეალურად ვხედავ ,რომ ჩვენ პრაქტიკულად ამ მდგომარეობაში ვართ დღეს“.

„თეთრების“ ლიდერის თქმით ის სრულიადაც არ  უპირისპირდება ბანკებს და ბანკირებს, არამედ მიაჩნია, რომ ქვეყანას მართლა სჭირდება ცივილური ბანკები,  პროგრესული ბანკები,რომლებსაც მძევლად კი არ ჰყავს ხალხი აყვანილი არამედ ხალხის ინტერესებს ემსახურებიან.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

  1. 06.2016წ

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *