(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი – საქართველო არის ერთი სინდიკატი, რომელიც ხელში ასამდე ბანკირს უჭირავს

ghnპარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილის აზრით, საქართველო დღეს „ფულისფულების“ ქვეყანად ჩამოყალიბდა.

„დღეს, რეალურად, საქართველო არის ერთი სინდიკატი, რომელიც უჭირავს ხელში ასამდე ბანკირს, რომლებიც უზომოდ გამდიდრდნენ და მართავენ ქვეყანას. 15 მილიარდი აქვს გატანილი საქართველოს ბანკიდან იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და ჩადებულია 300 მილიარდი ქონება. დავფიქრდეთ, ბატონებო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ არა დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის მდიდარ ბანკირთა ხელში. დღეს ეს პიროვნებები ძალიან სერიოზულად არიან მობილიზებული იმისთვის, რომ შეინარჩუნონ საბანკო ხელისუფლება ქვეყანაში, და მომართულნი არიან, რომ ისევ ბატონობდნენ ხალხზე. ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა ის პროგრესს ემსახურება. მაგრამ, როცა ფული ხალხის მორჩილებაში მოყვანისათვისაა გამოყენებული, ეს უკვე სიბნელეს ნიშნავს და მე რეალურად ვხედავ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ამ მდგომარეობაში ვართ დღეს.“

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ის სრულიადაც არ უპირისპირდება ბანკებს და ბანკირებს, არამედ მიაჩნია, რომ ქვეყანას მართლა სჭირდება ცივილური, პროგრესული ბანკები, რომლებსაც მძევლად კი არ ჰყავს ხალხი აყვანილი, არამედ ხალხის ინტერესებს ემსახურება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *