(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: „საქართველოს არა ბელადების გემოვნებით შერჩეული, არამედ პიროვნებაზე ორიენტირებული პარლამენტი სჭირდება“

fg„საქართველოს არა ბელადების გემოვნებით შერჩეული,  არამედ პიროვნებაზე  ორიენტირებული პარლამენტი სჭირდება“- ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქამდე  ბელადების მიერ და მათი პოლიტიკური გემოვნებით შედგენილი პარლამენტი გყავდა, ქვეყნისთვის  კი „პიროვნებათა პარლამენტია“ საჭირო.

„დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს ჰყავდა  სამი ტიპის პარლამენტი.

„პირველი პარლამენტი, გამსახურდიას პარლამენტად ცნობილი, იყო სერიოზულად ეროვნული იდეით დატვირთული ადამიანებით. მეორე პარლამენტი შევარდნაძესთან იყო დაკავშირებული და იყო პოლიტიკოსების პარლამენტი. შემდგომი და ყველა მომდევნო პერიოდი არის დაკავშირებული ფულთან. პირველმა პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მეორე პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. ყველა დანარჩენი დაინტერესებულია ფულით და დაკავშირებულია მხოლოდ ფულთან. რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებზე, მით მეტ ფულს ამოიღებენ ისინი, ვინც ამ ფულს ხარჯავს“ -აცხადებს შაშიაშვილი.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=43330

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *